hilh
tp-13-me-var-legenda
kingi
 
Sale!
 

13

71.00 37.00

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის წელი: 2018
ყდა: რბილი
ენა: ქართული
ISBN: 786524896486
ხელმისაწვდომი: არ არის

Qty

შირლი ჯექსონი
ჰილჰაუსის მოჩვენება
მთარგმნელი: გურამ ღონღაძე

XX საუკუნის ამერიკელი მწერლის, შირლი ჯექსონის გოტიკურმა, საშინელებათა ჟანრის ნაწარმოებებმა გავლენა არაერთ ცნობილ ავტორზე მოახდინა: ნილ გეიმანზე, სტივენ კინგზე, ნაიჯელ ნილზე და სხვ.
ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანთა პატარა ჯგუფი ზაფხულის ცხელ თვეს მიყრუებულ აგარაკზე ატარებს და ცდილობს, უცნაურ არსებებთან დაამყაროს კავშირი. ავტორი მკითხველის შეშინებას იაფფასიანი ხრიკებით არ ცდილობს. ეს გახლავთ ღრმა ფსიქოლოგიური თრილერი, რომელშიც რთულია, ერთმანეთისგან გაარჩიო პარანორმალური მოვლენა და უძილობისგან გამოფიტული ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი.
„ჰილ ჰაუსის მოჩვენება“ ჯექსონის ყველაზე ცნობილი წიგნია. რომანი 1959 წელს National Book Award-ის ნომინანტი გახდა, დღეს კი საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევა. რომანის მიხედვით შექმნილია იმავე სახელწოდების პიესა და ორი ფილმი.

სტივენ კინგი; პიტერ სტრაუბი
თილისმა
მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი

„თილისმა“ სტივენ კინგისა და პიტერ სტრაუბის ერთობლივი რომანია. საშინელებათა ჟანრის ორი სახელგანთქმული მწერლის ამ ნამუშევარმა, რომელიც პირველად 1984 წელს გამოქვეყნდა, მალე მოიპოვა აღიარება და არაერთი ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა. უჩვეულო, დაძაბული სიუჟეტი, რომელსაც დღემდე თვალს ვერ სწყვეტს მკითხველი, ერთგულებასა და შიშზე მოგვითხრობს. ყოვლისმომცველი ბოროტების წინაშე მდგარი თორმეტი წლის ბიჭის ამბავი „თილისმას“ მართლაც გამოარჩევს ფენტეზის ჟანრში დაწერილი სხვა ნაწარმოებებისგან. ჯეკ სოიერი, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს, სიკვდილისაგან იხსნას დედა, წარმოუდგენლად საშიშ გარემოში ხვდება. უდანაშაულო მსხვერპლით, ურჩხულებით, მისტერიითა და დაუჯერებელი ხიფათით სავსე სამყაროში გადარჩენა მისი უმთავრესი ამოცანაა.

უილიამ პიტერ ბლეტი
ეგზორცისტი
მთარგმნელი: ანა აბულაშვილი

„ხმელეთზე გადმოსულს (იესოს) შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა… ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი.“ – ახალი აღთქმის ეს ცნობილი პასაჟი ეპიგრაფად უძღვის უილიამ ბლეტის ამ რომანს. თუ რატომ, ამას მკითხველი სათაურითვე ადვილად მიხვდება. ავტორის თქმით, სადღაც მეცნიერებასა და ზებუნებრივს შორის სხვა სამყაროა და მისი შეცნობა მხოლოდ გონებით შეუძლებელია. მით უმეტეს, ადამიანი უძლურია, თუ ეს სამყარო თავის წარმომადგენელს დედამიწაზე გზავნის და მოზარდის სხეულში შეასახლებს. სწორედ მაშინ დაისმის კითხვა: სად მთავრდება რეალობა და სად გადის ზღვარი მეცნიერებასა და ზებუნებრივს შორის? ამ კითხვაზე საიტერესო პასუხს გვთავაზობს უილიამ პიტერ ბლეტი – ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება წერდა ფსიქიკაზე მოქმედ დემონებზე, თავად კი მსგავს ლიტერატურას არასოდეს კითხულობდა.
წიგნის მიხედვით 1973 წელს გადაიღეს ფილმი, რომელმაც არაერთი, მათ შორის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

ედგარ ალან პო
ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი
მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

ნანტაკეტელი ახალგაზრდა კაცი, არტურ გორდონ პიმი, ბრიგ „გრამპუსის“ ტრიუმში იმალება, რათა ამ ხომალდით სამხრეთის ზღვებში იმოგზაუროს. მაგრამ მეზღვაურები გემზე ამბოხებას მოაწყობენ. სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ოთხი კაციღა რჩება ცოცხალი. შტორმი თითქმის გაანადგურებს გემს და ისინი აბობოქრებულ ოკეანეში რჩებიან მშიერ-მწყურვალნი და ზვიგენებით გარშემორტყმულნი. განწირულ ზღვაოსნებს სამხრეთ პოლუსისკენ მიმავალი გემი გადაარჩენს…
„ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი“ (1838) ედგარ პოს ყველაზე გამოუცნობ ნაწარმოებადაა მიჩნეული და ჰორორის ჟანრის თხზულებების წინამორბედად ითვლება. ჰოვარდ ლავკრაფტის ერთ-ერთი რომანი სავსეა ალუზიებით „არტურ პიმის ნაამბობზე“, ჰერმან მელვილის „მობი დიკის“ თავი თეთრი ვეშაპის შესახებ კი ფინალში შემოჭრილი მისტიკური თეთრის – სიცარიელისა და არყოფნის ფერის – სიმბოლიზმს ეხმაურება.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა