kp-cer-anarekli
kp-mor-ts-gadaprena-madatovze-da-ukan
ese-dok-proza-martlmadidebluri-etika-da-aratavisuplebis-suli
vin_mokla_chaika_qda
kp-tur-tqeebis-mepe
 
 

თანამედროვე ქართული პროზა

43.50

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ენა: ქართული
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 300-400
ISBN: 7849749874
ხელმისაწვდომი: არის

Qty

დავით წერედიანი – ანარეკლი

დავით წერედიანის “ანარეკლი” პირველად 2005 წელს გამოიცა და სახელმწიფო პრემია დაიმსახურა. წინამდებარე გამოცემა შევსებულია და რამდენადმე სახეცვლილია.
მისი ძირითადი ნაწილი ქართულ კლასიკურ პოეზიას ეძღვნება, რუსთაველიდან გალაკტიონამდე; მრავალი რამ ახლებურად არის დანახული და წაკითხული. სწორედ ამ ძირითადმა მონაკვეთმა განაპირობა, რომ წიგნი შეტანილია ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ შედგენილ და პედაგოგთათვის განკუთვნილ სარეკომენდაციო ლიტერატურის სიაში. მაგრამ, იმედია, იგი იპოვის სხვა მკითხველსაც, რომელსაც სისხლხორცეულად აინტერესებს ქართული, და არა მხოლოდ ქართული, პოეტური კლასიკა.
ბოლო მონაკვეთი უმთავრესად დასავლურ პოეზიას ეძღვნება. დამატების სახით ერთვის წიგნის ავტორის მიერვე შესრულებული რამდენიმე რჩეული თარგმანი.

გიორგი მაისურაძე – მართლმადიდებლური ეთიკა და არათავისუფლების სული
გიორგი მაისურაძის მორიგ კრებულში “მართლმადიდებლური ეთიკა და არათავისუფლების სული” შესულია რადიო “თავისუფლებისთვის” სხვადასხვა დროს დაწერილი ტექსტები, რომლებიც ავტორმა ამ გამოცემისთვის საგანგებოდ განავრცო და გადაამუშავა.
“კითხვის პროცესში, შესაძლოა, წიგნში თავმოყრილი ტექსტები ჩვენს რეალობაში გამეფებული ფობიების, ტაბუების თუ ნევროზების ერთგვარ კალეიდოსკოპად წარმოგიდგეთ – პირდაპირ და უკომპრომისო დისკუსიად ისეთ მგრძნობიარე და „უხერხულ“ თემებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ნაციონალისტური მითები, რელიგიური ობსკურანტიზმი, პატრიარქის კულტი, სტალინიზმის და მართლმადიდებლობის ურთიერთმიმართება, ჰომოფობია თუ არმენოფობია. მაგრამ წიგნის დამთავრების შემდეგ ეს „კალეიდოსკოპი“ გაერთიანდება და საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული კულტურული, პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სოციალური გარემოს ერთ მთლიან სურათს შექმნის; სურათს, რომელიც, გიორგი მაისურაძის თანახმად, „არათავისუფლების სულით“ სუნთქავს”.

აკა მორჩილაძე – გადაფრენა მადათოვზე და უკან
„გადაფრენა მადათოვზე და უკან” ტრილოგიის პირველი წიგნია. დეტექტიური სიუჟეტი XIX საუკუნის თბილისში ვითარდება. მადათოვის კუნძულზე ნაპოვნია ხაფო მხატვრის გვამი, რომლის მკვლელობის გამოძიებასაც მრავალი დაფარული საქმის კვალამდე მივყავართ…
გამოგონილის გარდა რომანში ისტორიულ და ლიტერატურულ პერსონაჟებსაც შეხვდებით. ძველი თბილისის კოლორიტული სურათების გვერდით უხვადაა პაროდია, იუმორი და ირონია, რაც რომანს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს და მკითხველის საყვარელ წიგნად აქცევს.

დათო ტურაშვილი – ტყეების მეფე (ლეგენდები დავით აღმაშენებელზე)
“შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა” – ასე სწერდნენ სელჩუკები ჯერ კიდევ გაპარტახებული საქართველოს მეფეს, დავით აღმაშენებელს, რომელსაც მამამისის, გიორგი II-ის მიერ ტახტის დათმობის შემდეგ ჭაბუკობაშივე მოუწია, თავის თავზე აეღო ძალიან რთული მისია – ტყე-ღრეებად ქცეული საქართველო კვლავ სახელმწიფოდ ექცია. ეს მატიანეში შემონახული ფაქტებია.
ხოლო დათო ტურაშვილის ახალ რომანში – “ტყეების მეფე~” (რომელიც თავდაპირველად კინოსცენარი იყო და რომლის მიხედვითაც დიდ მეფეზე ფილმი უნდა გადაეღოთ) – ერთმანეთშია გადახლართული ლეგენდები და ისტორიული ცნობები და უდიდესი ქართველი მეფის წინააღმდეგობრივ ხასიათს, მის ახლო გარემოცვასა და ისტორიული ფაქტების განსხვავებულ ვერსიებს გვაცნობს.

ანა კორძაია–სამადაშვილი- ვინ მოკლა ჩაიკა

“წარმოიდგინეთ, რომ სულ იატაკქვეშეთში ხართ. გაგი­ხარდებოდათ? არც ისე, ხომ? არც ელისაბედს უხაროდა. მას სიხარული უნდოდა, ცეკვა, შორეული მოგზაურობები უხაროდა და სანდროს გაკეთებული სპაგეტი. ამიტომ იყო ჩაიკა. იმ კაცებთან ერთად იყო, ვისაც ის უყვარდა და ვინც მას უყვარდა. ბედნიერი ქალი იყო…”

ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ ბედნიერი ქალი მკვდარია.

მოკლეს.
ყველამ ყველაფერი იცის, ერთი კაცის გარდა – მხოლოდ გამომძიებლისთვისაა საიდუმლო, ვინ მოკლა ჩაიკა.
საშინელი, ბნელით მოცული, ჩახვეულზე ჩახვეული
ამბავია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქალაქში ძალიან, ძალიან ცხელა