shop_product_image_258049_top
2841b4fc14d8f32efde4ae2a6fc97beb
 
Sale!
 

50 პერსონა მათ შექმნეს ისტორია (31-35)

45.00 35.00

გამომცემლობა: პალიტრა l
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2018
ყდა: მაგარი, სპუერ დამცავი შემოსაკრავით
ფორმატი: 14.5×21.3
გვერდების რაოდენობა: 200-300

ISBN: 89644875641
ხელმისაწვდომი: არის

Qty

გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და… რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
სერიაში თავმოყრილია იმ ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები, რომელთაც ისტორია შექმნეს და შეცვალეს.მათზე ბევრი გსმენიათ, შესაძლოა გიფიქრიათ და გიკამათიათ კიდეც, მაგრამ ალბათ, იშვიათად გაცნობიხართ მასალას,სადაც პერსონაზე სრულად განსხავებული ფაქტებითა და ამბებით მოგითხრობენ. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთქმედების,ადამიანური სისუსტეების წინააღმდეგობების და უბრლაოდ,ცხოვრების ფონზე ვითარდება.

 31 ტ – ზიგმუნდ ფროიდი –  თომაძე თამარ-ბარბარე
 32 ტ – ბენიტო მუსოლინი – თევზაძე ნიკა
 33 ტ – ნიკოლას ტესლა – ხარშილაძე ირმა
34 ტ – დავით ბენ გურიონი – ბათიაშვილი გურამ
 35 ტ – მარგარეტ თეტჩერი – აბაშიძე ზურაბ
Category: