37161061_2084821618255616_2069514594119843840_n
ruka4_2018-07-23_IqrVMt7yYHAklr
ruka3_2018-07-23_JpJySNhTSxmZGVV
5456801575977120f9beea2b7b6e6ced
37161061_2084821618255616_2069514594119843840_n
 
 

საქართველოს ინტერაქციული რუკა

120.00

გამომცემლობა: პალიტრა L
გამოცემის წელი: 2019
ენა: ქართული
გამოცემის ტიპი: პაზლი
ილუსტრირებული: არის
ყდა: მაგარი მუყაოს ყუთო
ISBN: 2008311220450
ხელმისაწვდომი: არის

Qty

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო თი­თო­ე­ულ ოჯახ­ში – სწო­რედ ეს არის ახა­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის, „სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუ­კის“ მთა­ვა­რი იდეა. ეს არ არის რუკა მისი სტან­დარ­ტუ­ლი გა­გე­ბით, რო­მე­ლიც წიგ­ნის თა­რო­ზე და­ი­კა­ვებს ად­გილს. მას სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა და კონ­ცეფ­ცია აქვს. „სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუკა“ არის სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ნი რუკა, რო­მე­ლიც თა­ვად უნდა აა­წყოთ, კე­დელ­ზე მი­ა­მაგ­როთ ან მა­გი­და­ზე მო­ა­თავ­სოთ. ის არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რუ­კის ანა­ლო­გი, თუმ­ცა მისი თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხე პაზ­ლია. პაზ­ლებ­ზე კი და­ტა­ნი­ლია ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი, ქა­ლა­ქი, დაბა, სოფ­ლე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი. პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის და კუ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის მე­ტად და­ფა­სე­ბას და შეყ­ვა­რე­ბას ისა­ხავს მი­ზა­ნად. სა­ქარ­თვე­ლოს თე­მა­ტი­კის გარ­შე­მო ოჯა­ხე­ბი გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან და ერ­თად აა­წყო­ბენ, გა­ა­ერ­თი­ა­ნე­ბენ ქვე­ყა­ნას.

პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 100 წლის­თავს ეძღვნე­ბა.

სა­ერ­თო ჯამ­ში რუკა 12 პაზ­ლი­სა და 192 ტრა­დი­ცი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ში­ნა­არ­სის რუ­კა­ზე და­სა­მაგ­რე­ბე­ლი ფი­გუ­რის­გან შედ­გე­ბა.

პაზლი შეგიძლიათ, არა მხოლოდ მაგიდაზე, არამედ პირდაპირ კედელზეც ააწყო (მიაწებო) ამაში ორმაგი წებოვანი ლენტი დაგეხმარება, რომელიც მოყვება ინტერაქციულ რუკას.

ყველა პაზლს თან ახლავს შესაბამისი რეგიონის ტრადიციების, არქიტექტურული ღყ კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი 11 სიმბოლო. აქვეა კიდევ 5 ზოგადი ფიგურა, რომელიც შეგიძლია რუკის სხვა პაზლებზეც განალაგო.

ამოტეხე ეს სიმბოლოები, მოარგე საყრდენი (ფეხი) და ჰორიზონტალურად (მაგ. მაგიდაზე) აწყობილ რუკაზე შესაბამისი ადგილი მოუძებნე.

რუკას აქვს სპეციალური ჭრილები, რომლებშიც შეგიძლია, საყრდენებზე დამაგრებული ფიგურები ჩასვა. ეს-იმ შემთხვევაში, თუ რუკის აწყობას კედელზე გადაწყვეტ.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა