1276eb3fcddedf37e5f1d780a641f331
file_327438521
file_538828596
chveni-epoqa-1-superi-copy-crop-c0-5__0-5-304x405-100
chveni-epoqa-2-crop-c0-5__0-5-304x405-100
avbt
avbt
 
 

ჩვენი ეპოქა

49.00 38.00

გამომცემლობა: პალიტრა L
გამოცემის წელი: 2015
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
ილუსტრირებული: არის
კატეგორია: ისტორია
ხელმისაწვდომი: არ არის

Qty

წიგნში შესულია : ბუღა-თურქის თბილისზე ლაშქრობის ისტორია, ტბელების წინააღმდეგ ბაგრატ III-ის ბრძოლა; ბაგრატ IIIის ლაშქრობა განჯის საამიროს წინააღმდეგ; ბიზანტიურ-ქართულ-სომხური სამხედრო კოალიცია თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ; ქართველები ბიზანტიის იმპერიის მმართველ ელიტაში;ფარცხისის ბრძოლა; ციხესიმაგრეების აღების ხელოვნება XI-XII სს-ების საქართველოში; შამქორის ბრძოლა; გარნისის ბრძოლა; ტაშისკარის ბრძოლა; ვიკინგები საქართველოში და სასირეთის ბრძოლა;მასალები გიორგი მაზნიაშვილის ბიოგრაფიიდან და სხვა ნარკვევები.
”ჩემი წიგნი არის ამ დიდი მონოგრაფიის დასაწყისი და გარკვეული პრეზენტაცია. მასში თავმოყრილია სხვადსახვა ეპოქის მოვლენები მე-9 საუკუნიდან დაწყებული მე-20 საუკუნით დამთავრებული. მათ შორის მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ბიოგრაფიული ნარკევევი გიორგი მაზნიაშვილის ცხორების ნაკლებად ცნობილი ფაქტების შესახებ,სამხედრო ისტორიის კვლევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით  კი საქართველოსთვის. ამბობენ ხოლმე, საქართველოს ისტორია მეფეების ისტორიააო. მე კი ვიტყოდი, რომ საქართველოს ისტორია ბრძოლების ისტორიაა. ამჟამად საქართველოს სამხედრო ისტორიაში გარკვეული წარუმატებლობა აქვს ჩრდილოელ მეზობელთან დაპირისპირების კუთხით. ჩვენ კი გვინდა ყველას დავანახოთ, რომ ქვეყნის სამხედრო ისტორიაში მრავლად იყო პერიოდები, როცა ჩვენ ვიგებდით ომს. როცა ქვეყნაში ერთიანობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდაა, ის აუცილებლად მოიგებს ომს. ისტორია ცხოვრების მასწავლებელია და ჩვენ გვინდა, ვნახოთ და გავიაზროთ, რომ ჩვენს ისტორიაშიც იყო დიდი გამარჯვებები და ამ ისტორიით ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ
– ამბობს წიგნის ავტორი ჯაბა სამუშია.

ისტორიკოსის განმარტებით, საბჭოთა კავშირის პერიოდში სამხედრო ისტორიის კვლევასა და მის გამოცემას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. ახლა კი გამოჩნდნენ ავტორები, რომლებიც ამ მიმართულებას იკვლევენ.

ჩვენი ეპოქა

წიგნის წაკითხვისას გაგიჩნდებათ შთაბეჭდილებაб თითქოსდა 1991-1999 წლების საქართველო გელაპარაკებათ ზუსტად ისე, იმ სიტყვებით, იმ რიტმით, იმ სიმართლით, იმ ტანჯვით, იმ ჰაერით, რომლითაც  სუნთქავდა და ცხოვრობდა.  იგი ფოტომასალითაც ძალზე მდიდარია, რაც საშუალებას გაძლევს უფრო თვალსაჩინოდ    წარმოიდგინო ის წარსული, რომელიც გამოიარა საქართველომ.

პირველ ტომში შესულია 1995 წლიდან 1999 წლამდე მომხდარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოვლენები. წიგნში აღწერილია თბილისის და აფხაზეთის ომი, ქვეყანაში მიმდინარე კრიმინალური ქრონიკა და საქმეები, რომლებიც გამოუძიებელი დარჩა. სტატიები მდიდარია ფოტომასალით რაც საშუალებას გვაძლევს უფრო ნათლად დავინახოთ ჩვენი წარსული, ის რაც გამოიარა ჩვვენმა ქვეყანამ.

მეორე ტომში უკვე აღწერილია 2000-2003 წლების საქართველო და XXI საუკუნის დადგომა. ახალი ეპოსქის დასაწყისი, ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენა, ვარდების რევოლუცია და მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც ქვეყნის ახალი ისტორიის დასაწყისი გახდა.

  მესამე ტომიში განხილულია- 2004-2007 წლები.  აქ სულ ოთხი თემაა: 1. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტია     2. პრემიერ-მინისტრი გაზით გაიგუდა   3.ირინა ენუქიძე: ,, სანდრო რევულუციას მოაწყობს”    4. ტიროდა 7 ნოემბრის საქართველო…

 

კატეგორიები: ,