1004454_622037907806355_1656957617_n
50032014_2251396994870430_8230276938325819392_n
50326164_2251419451534851_5953818489033588736_n
 
Sale!
 

კაფკა

60.00 50.00

ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2017
ყდა: მაგარი, რბილი

Qty

 

რჩეული მოთხრობები, ფრანც კაფკა
2013 წელი ფრანც კაფკას საიუბილეო წელია. 3 ივლისს მას დაბადებიდან 130 წელი უსრულდება. მსოფლიო ლიტერატურის ამ დიდ თარიღს გამომცემლობა „პეგასმა“ კაფკას „რჩეული მოთხრობების“ კრებულის გამოცემა მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ ფრანც კაფკას მოთხრობების ასეთი სრული კრებული ქართულ ენაზე პირველად გამოვიდა. მასში წარმოდგენილია საუკეთესო ქართული მთარგმნელობითი სკოლა, ხოლო 20-მდე მოთხრობა სპეციალურად ამ კრებულისთვის ითარგმნა და მას პირველად იხილავს ქართველი მკითხველი.
კრებული, ისევე როგორც „პეგასის“ სხვა გამოცემები, გამოირჩევა მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით და სტანდარტებით, რაც ადასტურებს „პეგასის“ მხრიდან მკითხველისადმი დიდ პატივისცემასა და მოწიწებას.
და კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი: პრეზენტაციაზე წიგნი საგამომცემლო ფასში გაიყიდება!
მობრძანდით და აღნიშნეთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერლის იუბილე ჩვენთან ერთად!



თორმეტი კეისრის ცხოვრება

ხელნაწერის დასაწყისი დაკარგულია, სადაც აღწერილია კეისრის წარმოშობა და დაბადება. სვეტონიუსი თავის ნაშრომში არ იცავს ქრონოლოგიას. ყველა ბიოგრაფია დაყოფილია ოთხ ნაწილად: ძალაუფლების მიღწევამდე, მმართველობა, პირადი ცხოვრება, სიკვდილი და დასაფლავება. პირველ და უკანასკნელ ნაწილში იგი ასე თუ ისე იცავს ქრონოლოგიას, ხოლო მმართველობასა და პირად ცხოვრებაში იგი მხოლოდ ფაქტების ჩამონათვალს გვაძლევს, რომლებიც მოცემულ პიროვნებას ჯერ დადებითად შემდეგ კი უარყოფითად ახასიათებს. იგი არ ცდილობს გააკეთოს ანალიზი, განსჯა მკითხველისთვის არის მინდობილი.

ეს ნაშრომი სვეტონიუსმა მიუძღვნა თავის მეგობარს, პრეტორიანელთა პრეფექტს, გაიუს სეპტიციუს კლარუსს 119 წელს.
რომის მსოფლიო იმპერიის ცხოვრება, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლების ბიოგრაფიები გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსის ყველა დროის სკანდალურ წიგნში “თორმეტი კეისრის ცხოვრება”.
რომაელი ენციკლოპედისტისა და ბიოგრაფის წიგნში აღწერილია თორმეტი კეისრის: იულიუსის, ავგუსტუსის, ტიბერიუსის, გაიუს კალიგულას, კლავდიუსის, ნერონის, გალბას, ვიტელიუსის, ვესპასიანეს, ტიტუსის, დომიციანეს ცხოვრება და მოღვაწეობა.


ძველი ბერძნული მითოლოგია
ძალიან ძნელი მოსაძებნია თანამედროვე ადამიანის საქმიანობის ისეთი სფერო, რომელშიც არ იგრძნობა ანტიკური კულტურის გავლენა: იქნება ეს პოლიტიკა, ხელოვნება, ფილოსოფია, მედიცინა, სპორტი, მათემატიკა, ფიზიკა თუ მექანიკა. ძველი ბერძნული მითოლოგია კი ამ კულტურის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა. ბერძნულმა მითოლოგიამ უზარმაზარი გავლენა იქონია მსოფლიო კულტურისა და ხელოვნების ჩამოყალიბებაზე. ამ თვალსაზრისით მისი როლი ძნელად შესაფასებელია, რადგანაც სწორედ ანტიკური კულტურა გახლავთ ის ფუნდამენტი, რომელიც საფუძვლად დაედო თანამედროვე ევროპული საზოგადოების მშენებლობას.

მერამ მამარდაშვილი – საუბრები ფილოსოფიაზე
დაიბადა გორში. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში სამეცნიერო ჟურნალის “ვოპროსი ფილოსოფიი” მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია.
1987-1990 წლებში მამარდაშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგეა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.გერმანული ფილოსოფიის (განსაკუთრებით იმანუელ კანტის) გავლენის მუშაობდა აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევები.

წიგნში შესულია ლექციათა ორი კურსი, რომელიც მერაბ მამარდაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1990 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე წაიკითხა.
წიგნში შეტანილია, აგრეთვე, მისი გამოსვლის ტექსტი ფიზიკის ინსტიტუტში.

 

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა