პალიტრა კლასიკა – ჯეკ ლონდონი და ტერენტი გრანელი

35.95

Qty

ჯეკ ლონდონის “დიდი სახლის პატარა დიასახლისი”
ჭეშმარიტება ის არის, რაც ცხოვრებაში თავის თავს ამართლებს – ამის სჯერა ულამაზეს პაოლა ფორესტს, უმდიდრესი დიკ ფორესტის ცოლს, დიდი სახლის პატარა დიასახლისს, რომლისთვისაც მთავარი ზნეობრივი ფასეულობებია – ერთგულება, პატიოსნება, სხვაზე ზრუნვა… რომანის სიუჟეტი ეყრდნობა „სასიყვარულო სამკუთხედს“ – პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს გავიგოთ: როგორ იპოვა პაოლამ აქედან სუფთა და კეთილშობილი გამოსავალი? ამ რომანიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, ის რაც ცხოვრებაში გვაწბილებს, ზოგჯერ ძალასა და სიბრძნეს გვმატებს.

ტერენტრი გრანელი
სწავლობდა  წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში. სკოლაში “მოწაფეთა მეფეს” ეძახდნენ. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსეკლასიდან მოსწყვიტა სწავლას. 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდარკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულკურსებზე, რომელიც ცნობილი იყო ”ნუცუბიძის კურსების” სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიისუფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს.
ტერენტი გრანელმა თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917-1918). გრანელის ლექსებიხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: “სამგლოვიარო ხაზები”, 1921; “სულიდან საფლავები”, 1922; “Memento mori “, 1924; “ტერენტი გრანელი”, 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლისშედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1987 წლის დეკემბერში პოეტის ნეშტი პეტრე-პავლეს სასაფლაოდან გადასვენებულ იქნა დიდუბის პანთეონში. წალენჯიხაში გაიხსნა ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი და ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა.
საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა