ქართული ვაზის ჯიშები

160.00

გამომცემლობა: პეგასი
გამოცემის წელი: 2018
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
ილუსტრირებული: არის
გვერდების რაოდენობა: 600
ხელმისწავდომი:  არ არის

Qty

გამომცემლობა „პეგასმა“ მეცნიერთა და მკვლევართა ჯგუფთან (პროფესორ ლევან უჯმაჯურიძე, მწერალი გიორგი კაკაბაძე და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ლონდა მამასახლიშვილი) ერთად მოამზადა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული ვაზის ჯიშები“, რომელიც გვამცნობს 607 ქართულ ვაზის ჯიშს.
წიგნში თავმოყრილია ყველა მასალა, რომელიც ამა თუ იმ ჯიშის შესახებაა ცნობილი: დასახელება, სახელწოდების ახსნა, სინონიმები, ვაზის ისტორია, ბიოლოგიური აღწერა (ფოთოლი, მტევანი, მარცვალი), ვაზის ვეგეტაცია, მოსავლიანობა, ტექნიკური მონაცემები (მჟავიანობა-შაქრიანობა), მიღებული ღვინის დახასიათება და 300-ზე მეტი უნიკალური ფოტომასალა. წიგნში ცალკეა გამოტანილი სინონიმური სახელწოდებები, რომელთაც მითითებული აქვს ჯიშის ძირითადი დასახელება, რაც მკითხველს საშუალებას მისცემს გაეცნოს დეტალურ დახასიათებას და ქათული გენოფონდის უნიკალურ მრავალფეროვნებას.წიგნი უნიკალურია იმ კუთხითაც, რომ მასში თავმოყრილია დღემდე, ქართველი, თუ უცხოელი მკვლევარების მიერ გამოცემული ვაზის ქართული ჯიშების შესახებ ინფორმაცია.
წიგნში შესულია: ქართულიუ ვაზის ჯიშები, ქართული სელექციური ვაზის ჯიშები, მოუძიებელი ქართული ვაზის ჯიშები და ბიბლიოგრაფია.

წარმოდგენილი ნაშრომი განკუთვნილია ფართო საზოგადოებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. წიგნი ხელს შეუწყობს ქართული ვაზის პოლულარიზაციას და საზოგადოებაში ქართული ვაზის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, რაც საქართველოსთვის, როგორც ღვინის სამშობლოსათვის უმნიშვნელოვანესია.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა