sabsak-emili-ajanqda
akt-tojinebis-sasaxle
akt-tojinebis-saxli
sabsak-nor-milioni-pepela
sabsak-pususunas-ezebs
pat-chemi-tojina
 
 

კომპლექტი გოგონებისთვის

70.00 36.00

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ენა: ქართული
ილუსტრირებული: არის
ფორმატი:21.00 X 28.50
ISBN:9789941231360
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ემილი აჯანყდა – ასტრიდ ლინდგრენი
არ იფიქროთ, რომ ლენებერგელ ემილს კეთილი საქმეების ჩადენა არ შეეძლო, მაგრამ ხანდახან მისი კეთილი განზრახვა ახალ ონავრობად იქცეოდა ხოლმე. ახლაც ასე მოხდა – ვირთხის დაჭერა უნდოდა, მაგრამ ხაფანგში მამამ შეყო ფეხი, მერე უნდოდა, მისთვის ესიამოვნებინა და ამის ნაცვლად, პალტის ცომი გადაასხა თავზე. მოკლედ, იმ დღეს ემილი ფარდულში სამჯერ მოხვდა. ბავშვის დღეში სამჯერ ფარდულში ჩაკეტვა აბუჩად აგდებაა და მეტი არაფერი! სადაა სამართალი!
ამიერიდან ემილი ფარდულიდან აღარ გამოვა! მთელი ცხოვრება აქ დარჩება! ყველასაგან მიტოვებული, სულ მარტოდმარტო… მაგრამ ვერც სხვები შემოვლენ ფარდულში – ასე გადაწყვიტა ემილმა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 32

მილიონი პეპელა
რა უნდა ქნა, თუ ერთ მშვენიერ დღესაც მილიონი პეპელა გეწვია? თანაც ისეთი უცნაური პეპლები, შენ გარდა სხვა რომ ვერავინ ხედავს?.. – ასეთი უჩვეულო ამბავი სპილო ნელიუსს შეემთხვა. ეს წიგნი მოფარფატე ჯადოსნური პეპლებითაა სავსე. გაჰყევი მათ და გაიგე, რა საიდუმლო იმალება პეპლების უეცარ სტუმრობაში.
ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 32

თოჯინების სახლი
ერთ დიდ, ლამაზ სახლში შენხელა და-ძმა ცხოვრობს პატარა დაიკოსთან და დედ-მამასთან ერთად. ესტუმრე მათ სახლს და ავეჯი-სტიკერებითა და აქსესუარებით გააფორმე ყველა ოთახი. შეგიძლია სხვენშიც შეიჭყიტო და ბაღშიც დარგო ყვავილები. ვნახოთ, რა გამოგივა.
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 44

თოჯინების სასახლე
სამეფო თოჯინები ულამაზეს სასახლეში ცხოვრობენ. ესტუმრე მათ და დაეხმარე, ავეჯი-სტიკერებითა და აქსესუარებით შეავსონ ყველა ოთახი.
ყდა რბილი
გვერდების რაოდენობა: 44

პეპი ფუსუნას ეძებს
ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ტომი და ანიკა პეპისთან მივიდნენ, საინტერესო სიახლე დახვდათ – პეპიმ ახალი სიტყვა იპოვა! მერე რა, რომ არ იცის, რას არის “ფუსუნა”, სამაგიეროდ დარწმუნებულია, რომ ყველაზე ლამაზი სიტყვაა მსოფლიოში. პეპი, ტომი და ანიკა ამ საიდუმლოს ამოსახსნელად მიდიან. უნდა გაარკვიონ, რას ნიშნავს ეს სიტყვა.
მართლაც საინტერესოა, ნეტავ რა არის ფუსუნა?!
ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 16

ჩემი თოჯინა (ხმოვანი წიგნი)
ალბათ თქვენს პატარას ჰყავს საყვარელი თოჯინა, რომელსაც თავს დატრიალებს და “შვილივით” უვლის. წაუკითხეთ მას აქ მოთხრობილი ამბები და მოასმენინეთ სასიამოვნო მელოდიები. ამის შემდეგ თქვენი შვილის “ვითომ-ვითომ” თამაშები საყვარელ თოჯინასთან ერთად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება.
ყდა: მაგარი

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა