25188663_847919592055350_8162074774073700013_o-2
22814265_826472150866761_3551988352527215258_n-1
 
 

უკვდავი ბიბლიოთეკა (II)

37.80

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
გამოცემის წელი: 2018
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 300-500

ხელმისაწვდომი: არის

Qty

ორი ქალაქის ამბავი – ჩარლზ დიკენსი
„ეს იყო საუკეთესო დროება, ეს იყო შემაძრწუნებელი დროება“ – ეს ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო და ცნობილი დასაწყისია. ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბავი“ ყველა დროის უდიდესი რომანისტის მაგნუმ ოპუსია. ისტორიული ნაწარმოები დასავლური ცივილიზაციის ორ უმნიშვნელოვანეს ქალაქზე, ლონდონსა და პარიზზე მოგვითხრობს, რომელთა წარსული, ამწყო და მომავალი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენების ფონზე, რომლებმაც მსოფლიო წესრიგი შეცვალეს, დიკენსი გენიალურად მოგვითხრობს დაუვიწყარი პერსონაჟების ცხოვრებას: უდიდესი სიყვარულის, დაუნდობელი შურისძიების, ერთგული მეგობრობისა და უანგარო თავგანწირვის ამბავს.

რევოლუციის ალში გახვეული საფრანგეთი, სასტიკი ბატონების წინააღმდეგ აჯანყებული სისხლმოწყურებული გლეხები და გილიოტინის ფიცარნაგზე მიმოყრილი არისტოკრატების თავები. როდის იქცევა სამართლიანი ჯანყი ბრბოს ბრმა და გაუაზრებელ შურისძიებად; როდის იცვლება სამართლის მოთხოვნა სიკვდილით დასჯის შეძახილებით და რა არის საჭირო, რათა სისხლით მორწყული ქალაქის ქუჩებში ისევ სიწყნარემ დაისადგუროს.

რევოლუციური პარიზი დიკენსისთვის მორალურ დილემას წარმოადგენდა. ერთი მხრივ, მთელი თავისი ცხოვრება, მთელი თავისი შემოქმედებით, ის ღარიბების ქომაგი იყო, მდიდრები კი მისი კრიტიკის სამიზნეს წარმოდგენდნენ, მეორე მხრივ, რევოლუციონერების სისასტიკეზე და ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესში დაკარგული უდანაშაულო ადამიანების ბედზე მან თვალის დახუჭვა ვერ შეძლო. წიგნიც ზუსტად ამ დუალიზმით არის გაჟღენთილი. აქ ყველაფერს აქვს თავისი მეორე ნახევარი, რომელიც პირველის სიკეთეს ან ბოროტებას უკეთ ასახავს, ყველაფერ ახალს წინ ძველის სიკვდილი უძღვის, დიდ ცვლილებებს კი დიდი ტრაგედიები – „ეს იყო საუკეთესო დროება, ეს იყო შემაძრწუნებელი დროება“.
გვერდების რაოდენობა: 580

ქალი ხავერდის ყელსაბამით – ალექსანდრე დიუმა

ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა, როდესაც შეუსვენებლად „მუშაობს“ გილიოტინა, „თავისუფლებისა და წესრიგის“ ათასობით დამცველის თვალი დაუღალავად ეძებს ახალი რეჟიმის მტრებს. თუმცა პარიზი მაინც ისე იზიდავს ყველას, როგორც სინათლე ფარვანას.
გამონაკლისი არც გერმანელი სტუდენტი ჰოფმანია. მეოცნებე ხელოვანს მთელი სამყარო ერთ დიდ თეატრად წარმოუდგენია, რომლის მთავარი სცენა სწორედ პარიზია. ზუსტად ამ ქალაქში მას დაუჯერებელი თავგადასავალი ელის. იგი ხან რეალურ, ხანაც ირეალურ სამყაროში აღმოჩნდება, მის გარშემო განვითარებული მოვლენები კი ხშირად ფანტასტიკურ ელფერს იძენს.
ნამდვილად არსებობს თუ ჰოფმანის წარმოსახვის ნაყოფია ხავერდისყელსაბამიანი ქალი? სინამდვილეში ვინ არის იდუმალი ჩია კაცი? რა ხდება გილიოტინასთან შუაღამის პარიზში? − ეს არის შეკითხვები, რომლებიც მუდამ ტრიალებს მკითხველის გონებაში. კითხვისას ნაწარმოებიც ზუსტად ისევე ჩაგითრევთ, როგორც ჰოფმანი ჩაითრია რაღაც ზებუნებრივმა მოვლენამ იმ ირეალურ სამყაროში, საიდანაც თავის დაღწევა თან უნდა და თან – არა.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა