shop_product_image_119901
fd55485c0765411fbfa8a017273ee65c
shop_product_image_117923
 
Sale!
 

ინტელექტი სკოლას

60.00 29.00

გამომცემლობა: არტანუჯი/ინტელექტი
გამოცემის წელი: 2015
ენა: ქართული
ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 200-350
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ვკითხულობთ კლასიკას 
თეიმურაზ დოიაშვილისა და ლევან ბრეგაძის წიგნში შესულია წერილები და ესეები ძველი, ახალი და უახლესი ქართული მწერლობის ნიმუშებზე, იმ ავტორებსა და თხზულებებზე, რომლებსაც საჯარო სკოლის პროგრამა ითვალისწინებს. ამ ნაწარმოებების პრობლემატიკასა და მხატვრულ თავისებურებებზე დაფიქრება გონებრივ თვალსაწიერსაც გაგვიფართოებს, ცხოვრების ავ-კარგის გარჩევის უნარსაც გაგვივითარებს და ესთეტიკურ სიამოვნებასაც მოგვანიჭებს.

უკვდავების ათინათი – თამაზ ჭილაძე
წიგნის სახელწოდება – “უკვდავების ათინათი” თამაზ ჭილაძის ერთ-ერთი წერილიდანაა აღებული, ვაჟა-ფშაველას რომ ეძღვნება. შეიძლება ითქვას, სწორედ უკვდავების, მარადიულობის ნიშნით არიან აქ, ერთმანეთის გვერდიგვერდ ის მწერლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართულ ლიტერატურაში. თამაზ ჭილაძე ორიგინალურად, სრულიად განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას, გვიყვება მათ შესახებ. ეს წერილები და ესეები იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში შესული ნაწარმოებები განხილულია, გააზრებულია არაორდინარულად, რაც მასწავლებელს და მოსწავლეს თავისუფალი აზროვნების საშუალებას აძლევს.

ვეფხისტყაოსანი – ბაჩანა ბრეგვაძის პროზაული ვერსია
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ახალი პროზაული ვერსია მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ეს საქმე გამოჩენილმა მთარგმნელმა და მოღვაწემ, ბაჩანა ბრეგვაძემ ითავა. მან ორიგინალური ფორმით დაგვანახა უკვდავი პოემა. ბაჩანა ბრეგვაძის პროზაული ვერსია „ვეფხისტყაოსნის“ ახლებურად გააზრების საშუალებას იძლევა.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა