1647222060
7892080917
6130923856
 
Sale!
 

ო ჰენრი-სტაინბეკი-ალექსიევიჩი

51.00 29.00

გამომცემლობა: არტანუჯი
გამოცემის წელი: 2016
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 160- 234-230
ISBN: 978-9941-463-74-7
ხელისაწვდომი: არ არის

Qty

ო. ჰენრი დღე რომელსაც ვზეიმობთ

კრებული ო. ჰენრის სიკეთითა და იუმორით სავსე 16 ნოველას აერთიანებს. წიგნში წაიკითხავთ, როგორ შეიძლება გაქრეს ქალაქში შეძენილი თავდაჭერილობა და დახვეწილობა მშობლიურ ფერმაში დაბრუნებისას და ამის გამო როგორ ელის გაურანდავ სოფლის ბიჭად ქცეული კაცი უზადო ცოლისგან გაკიცხვას; გაიგებთ, როგორ შეიცვალა მაიორის ცხოვრება მას შემდეგ, რაც მისი მომაბეზრებლად მაღალფარდოვანი თავაზიანობა და საუბარი სცენაზე გარდასახა ახალგაზრდა მსახიობმა; შეიტყობთ იმ ქალის უცნაური გეგმის შესახებ, თაყვანისმცემელი რომ არასდროს ჰყოლია.

წიგნის მთავარი ხიბლი მაინც ნოველების დიდოსტატის სიუჟეტების ფინალებია – პერსონაჟების ყოფით ამბებს მიდევნებული მკითხველი წინასწარ თითქმის ვერასდროს ხვდება ნაწარმოების დასასრულს.
ინგლისურიდან თარგმნა: მაია ცერცვაძემ

ტორტილა ფლეტი
ჯონ სტაინბეკი
ჯონ სტაინბეკის რომანის მთავარი გმირი დენი და მისი სახლია, რომელიც თავგადასავლების მაძიებელი მამაკაცების შეკრების ადგილად იქცევა. დენი გამდიდრებული ღატაკია – მან მემკვიდრეობით მიიღო ორი ბინა ტორტილა ფლეტში, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი მომავალი.
როგორც ჯონ სტაინბეკი ამბობს: „ამ წიგნში თქვენ წაიკითხავთ, როგორ გაერთიანდა ეს სამი რამ – დენის, დენის მეგობრებისა და დენის სახლის ამბავი. ნახავთ, გაეცნობით მათ თავგადასავლებს, რა სიკეთე დაუთესიათ, რა ფიქრებით ყოფილან მოცული და რა მისწრაფებები ჰქონიათ. წიგნის დასასრულს კი იმასაც მოგითხრობთ, როგორ დაიკარგა თილისმა…“.
სწორედ ამ რომანმა მოუტანა ავტორს პირველი წარმატება. მოგვიანებით, 1942 წელს, „ტორტილა ფლეტის“ მიხედვით ფილმიც გადაიღეს.
ინგლისურიდან თარგმნა: ვახტანგ ჭელიძემ

ჩერნობილის ლოცვა
სვეტლანა ალექსიევიჩი
ბელარუსი რუსულენოვანი მწერალი, 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი ის ავტორია, რომელსაც თარგმნიან და ინტერესით კითხულობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ნობელის გარდა მას რამდენიმე სხვა პრესტიჟული ლიტერატურული პრემიაც აქვს მიღებული, მათ შორის პრემია „ტრიუმფი“ – 1997 წ. (რუსეთი); რემარკის პრემია – 2001 წ. (გერმანია), ამერიკელ კრიტიკოსთა პრემია – 2006 წ. (აშშ), 2013 წელს კი მწერალი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა გაერთიანებამ მშვიდობის პრემიით დააჯილდოვა.

სვეტლანა ალექსიევიჩი საბჭოთა (და პოსტსაბჭოთა) მნიშვნელოვან ამბებს ზეპირი ისტორიის მეთოდით აღწერს. მისი ნაწარმობებების გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ვისი ნაამბობის მიხედვითაც მწერალი ახერხებს სრულიად უნიკალური და შთამბეჭდავი ტექსტების შექმნას.

რომანი „ჩერნობილის ლოცვა“ (1997) იმ ციკლის ნაწილია, რომელსაც სვეტლანა ალექსიევიჩმა „უტოპიის ხმები“ უწოდა. ციკლი ხუთი წიგნისგან შედგება: „ომს არ აქვს ქალის სახე“ (1985), „ცინკის ბიჭები“ (1991), „სიკვდილით მოჯადოებულნი“ (1993-1994) და „სექენდ ჰენდის დრო“ (2001).

„ჩერნობილის შემდეგ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ“, – ამბობს ავტორი. ეს წიგნი ზეპირი ისტორიის მეთოდითაა დაწერილი. ალექსიევიჩი წლების განმავლობაში დაეძებდა და იწერდა იმ ადამიანთა ისტორიებს, ვისაც პირდაპირ შეეხო გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა.

 

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა