Animals Planet Cover-1
Dinosaurus Cover-1
Castle cover-1
Human Body Cover-1
Football Cover-1
Inovations Cover-1
 
 

101 საინტერესო ფაქტი

48.00

გამომცემლობა: ზებრა
გამოცემის წელი: 2020
ენა: ქართული
ყდა: დრეკადი
გვერდების რაოდენობა: 42
ISBNN:
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ამ წიგნების მეშვეობით პატარა მკითხველი ჯამში 600-ზე მეტ საინტერესო ფაქტს გაეცნობა და გაიმდიდრებს ცოდნას ცხოველთა სამყაროს, დინოზავრების, გამოგონებების, ციხესიმაგრეების, ადამიანის ორგანიზმის,  და უამრავი საინტერესო თემის შესახებ. ეს არის ფაქტები, რომელიც მხოლოდ პატარა მკითხველისთვის არ იქნება საინტერესო, არამედ მთელი ოჯახი გაერთობა და გაიღღმავებს ცოდნას, ბრწყინვალე ილუსტრაციები და ფოტოები კი ამ საოცარ მოგზაურობას ახალ სიცოცხლეს შესძენს.

101 საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცხოველთა უკიდეგანო სამყაროში! აქ გაეცნობით მათი ცხოვრების ყველა წვრილმანს: რომელი ცხოველი ბინადრობს სხვადასხვა რეგიონში, როგორ ეგუებიან გარემო პირობებს, როგორ ნადირობენ, რომელია ყველაზე დიდი… შენ გადასერავ დედამიწას აფრიკული სავანიდან პოლარულ მყირვარებამდე და აღმოაჩენ ჩვენი პლანეტის მრავალფეროვან ფაუნას, მისი თითოეული წარმომადგენლის წეს–ჩვეულებებს. გაიცნობ ყველაზე უცნაურებს, ყველაზე პატარებს… მოკლედ, ყველას და ყველაფერს, რაც ცხოველთა მოყვარულებმა უნდა იცოდნენ! ამ მეტად საინტერესო ფაქტების უკეთესად აღქმაში კი, მათი ამსახველი ულამაზესი ილუსტრაციები დაგეხმარება.

101 საინტერესო ფაქტი დინოზავრების შესახებ
შეაბიჯე დინოზავრების საოცარ სამყაროში და დაეცანი 101 საინტერესო ისტორიას მათი ცხოვრების შესახებ. აქ თავმოყრილია ყველა ინფორმაცია ამ შთამბეჭდავი ცხოველების თაობაზე, რომლებიც რამდენიმე მილიონი წლის წინათ ბინადრობდნენ ჩვენს საოცარ პლანეტაზე. აღმოაჩინე მათი სამყარო და გაიგე, რითი იკვებებოდნენ ისინი, როგორ იცავდნენ თავს, როგორ მრავლდებოდნენ და როგორ გადაშენდნენ საბოლოოდ. შესანიშნავი ილუსტრაციები დაგეხმარება მათ უფრო ახლოს გაცნობაში. საინტერესო მოგზაურობას გისურვებ!

101 საინტერესო ფაქტი შუა საუკუნეების ციხესიმაგრეების შესახებ
იმოგზაურე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებში და შეაღე თითოეული მათგანის კარიბჭე. გაიცანი ციხე–კოშკების ბინადრები და მათი ცხოვრების ყოველი წვრილმანი: თავდაცვის რა საშუალებები და საიდუმლო იარაღი ჰქონდათ იმ დროს, როგორ შრომობდნენ და ერთობოდნენ იქაური დიდგვაროვნები. ამ წიგნში უამრავი ისტორიაა, რომელიც, შესანიშნავ ილუსტრაციებთან ერთად, დაუვიწყარს გახდის შენს მოგზაურობას!

101 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახებ
შემოუერთდი ფეხბურთის ხმაურიან სამყაროს. სპორტის ამ სახეობას გულშემატკივრები მთელს პლანეტაზე ჰყავს. შეიტყვე მეტი მისი წარმოშობისა და განვითარების შესახებ – როგორ მოიპოვა ზოგმა სტადიონმა თუ გუნდმა მსოფლიო აღიარება და რომელი თამაშები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მის ისტორიაში. შეივსე ცოდნა აუცილებელი ახალი ინფორმაციით სპორტის მეფედ აღიარებული სახეობის შესახებ, იხალისე განუმეორებელი კურიოზებით და ისიამოვნე შესანიშნავი ილუსტრაციებით.

101 საინტერესო ფაქტი გამოგონებებისა და აღმოჩენების შესახებ
ალბათ გაინტერესებს, როდის აღმოაჩინეს ცეცხლი, როგორ მიიღება აბრეშუმი, ვინ და როდის გამოიგონა მოტოციკლეტი… ეს წიგნი ამომწურავ პასუხებს გასცემს შენს ყველა შეკითხვას. აქ შეხვდები იმ დიდ ადამიანებს, რომელთა გამოგონებებმა და აღმოჩენებმა შეცვალეს სამყარო, შეიტყობ, როგორ მუშაობს მათი შრომისა და აზროვნების ნაყოფი და გაეცნობი ყველაზე დიდ გამოგონებებს კაცობრიობის ისტორიაში. თემატური ილუსტრაციები კი დაგეხმარება საკუთარი თვალით ნახო ამ მანქანებისა თუ ხელსაწყოების პირვანდელი სახე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს დღევანდელობაში.

101 საინტერესო ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ
დაიწყეთ გამაოგნებელი მოგზაურობა ადამიანის სხეულში – ყველა დროის ყველაზე სრულყოფილ მანქანაში. შეიტყვეთ, როგორ მუშაობს ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ორგანოები და როგორ ასრულებს საციცოცხლო ფუნქციებს – დაწყებული მოძრაობით, დამთავრებული საჭმლის მონელებითა და გამრავლებით. ერთი მეორის მიყოლებით აღმოაჩინე საინტერესო ფაქტები და თანმხლებ ილუსტრაციებთან ერთად, უკეთ შეიცანი საკუთარი სხეული.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა