9154512966
6366867395
IMG_1180
IMG_1184
IMG_1183
IMG_1182
 
 

1001 ზღაპარი საქართველოზე

38.00

გამომცემლობა: არტანუჯი
გამოცემის წელი: 2019
ენა: ქართული
ყდა: რბილი
ფორმატი: A5

გვერდების რაოდენობა: 416, 390
ISBN:
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ტრილოგია „1001 ზღაპარი საქართველოზე“ 1886-1900 წლებში რიგით ადამიანებს თავსგადამხდარ ამბებს, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მომხდარ წარმოუდგენელ თავგადასავლებს აერთიანებს, რომლებსაც თავის დროზე ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე აცნობდა მკითხველს.

ეს მეფეების კი არა, ჩვენი ხალხის, რიგითი მოქალაქეების ისტორიაა, რომლებსაც იმდენად ცოცხალი, ქარიზმატული და გამორჩეული გმირები ჰყავთ, რომ მათზე რომანების დაწერაც შეიძლება.

ჩვენთვის უცხო და უცნობი ამბები, ერთი შეხედვით, იმ ეპოქაზე მოთხრობილ ზღაპრებს ჰგავს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ზღაპრის ბოლო აუცილებლად კეთილია, რადგან ადამიანის ცხოვრება ხშირად შემაძრწუნებელი, სახიფათო და წარმოუდგენელი მოვლენებითაა სავსე. სამაგიეროდ ენა, რომლითაც ეს ამბებია მოთხრობილი, ნამდვილად ზღაპრულია და იმ შორეულ, მრავალეთნიკურ და ჭრელ ქვეყანაში მომხდარ დაუჯერებელ მოვლენებს ასახავს, რომელსაც მაშინ საქართველო წარმოადგენდა.

პირველ ტომში 1886-1890 წლების 333 ამბავია შესული.

ISBN: 978-9941-478-95-6
გვერდების რაოდენობა: 416

II ტომში 1891-1895 წლების 334 ამბავია შესული. ეს ამბები მეფეების კი არა, ჩვენი ხალხის, რიგითი ადამიანების ისტორიაა, რომლებსაც იმდენად ცოცხალი, ქარიზმატული და გამორჩეული გმირები ჰყავთ, რომ მათზე რომანების დაწერა შეიძლება.

ISBN: 9789941487316
გვერდების რაოდენობა: 384