100 წელი ფოტო

60.00

გამომცემლობა: ინდიგო
წელი: 2018
ყდა: რბილი,  დამცავი შემოსაკრავი.
გვერდების რაოდენობა: 175
ილუსტრირებული: არის

ენა: ქართული-ინგლისური
ISBN: 9789941801006
ხელმისაწვდომი: არ არის

Qty

100 წელი – 100 ფოტო – ასე ჰქვია კვლევაზე დაფუძნებულ პროექტს, რომელიც გასული საუკუნის თითოეული წლის მთავარ მოვლენას ფოტოებით გადმოსცემს და ქვეყნის უახლეს ისტორიას ალტერნატიული ფორმით – გამოსახულებით ჰყვება.
წინამდებარე პუბლიკაცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს ეძღვნება. საქართველო და კავკასია რუსეთს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გამოეყო. მაშინ, როდესაც კავკასიის წამყვანმა პოლიტიკურმა ძალებმა ახალი ცენტრალური ხელისუფლება არ აღიარეს.
წიგნში გამოქვეყნებული 100 ფოტო საქართველოს დამოუკიდებლობის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ასწლიან ისტორიას ჰყვება, ისინი ასახავს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ მოვლენებს.
გამოყენებული ფოტოების დიდი ნაწილი სახელმწიფო დაკვეთითაა გადაღებული.
ალბომი გამოკვეთს საკვანძო თარიღებს და ისტორიულ ფოგურებს, რომლებმაც ეპოქის გარდამტეხ მოვლენებს მისცეს ბიძგი. ამავდროულად წიგნში ნაჩვენები ისტორია მკითხველს ქართულ ფოტოგრაფიაზეც უქმნის წარმოდგენას.
შესულია: გურამ წიბახაშვილი, გოგა ჩანადირი, ირაკლი გედენიძე, მარიკა ქოჩიაშვილი, ლაშა ცერცვაძე, ხატია ჯიჯეიშვილი, დარო სულაკაური, გიორგი კაკულია, თაკო რობაქიძე, ბესო გელუაშვილი და სხვა.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: ,