4052165057
4052165057
 
Sale!
 

100 ლექსი

81.00 40.50

გამომცემლობა: ინტელექტი
ყდა: რბილი
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 130-190
გამოშვების წელი: 2012-2014
ფორმატი: 14×20
სერია: 100 ლექსი
ხელმისაწვდომი: არის
ISBN: 9789941440953

Qty

არჩილ სულაკაური
გოგლა
გრიგოლ აბაშიძე
თამაზ ჭილაძე
იოსებ გრიშაშვილი
ლადო ასათიანი
ლაზური პოეზია
მეგრული ხალხური პოეზია
მედეა კახიძე
მირზა გელოვანი
იოსებ ნონეშვილი
მუხრან მაჭავარიანი
პაოლო იაშვილი
ჯანსუღ ჩარკვიანი
იზა ორჯონიკიძე

არჩილ სულაკაური

თუკი შესაძლებელია სიყვარულის თარგმნა, ამეტყველება,  მით უფრო, თუ ამ სიყვარულს განაზოგადებ და მასში ბალახის ღერიდან დაწყებული მთელს კაცობრიობამდე მოაქცევ ყველას და ყველაფერს, – ეს, ალბათ, უპირველესად პოეზიას შეუძლია.
არჩილ სულაკაურის შემოქმედება ამ აზრის ჭეშმარიტებაში დაარწმუნებს მკითხველს. მისი პოეზია სიყვარულის თარგმანებაა.

გრიგოლ აბაშიძე

გრიგოლ აბაშიძე „თავისი ცხოვრების ყველა გამოვლინებაში პოეტი იყო: უჭირდა თუ ულხინდა, ხუმრობდა თუ მთელი სერიოზულობით საუბრობდა… იგი იყო პოეტი, რომელიც სიყვარულის ენერგიას გულში არ ინახავდა და მოახერხა გამოემზეურებინა კიდეც შემოქმედებითი და ადამიანური მოღვაწეობის მთელ გზაზე“, – ვკითხულობთ ბესიკ ხარანაულის შესავალ წერილში.

 თამაზ ჭილაძე

დახვეწილი პოეტური სისადავე, რომელშიც თვალჩაუწვდენი სიღრმეებია – თამაზ ჭილაძის პოეზიის ერთი თვალის გადავლებითაც შეიძლება მოიხელთო ამგვარი შთაბეჭდილება. სწორედ ეს განცდა შეგიძღვებათ კრებულში და გაზიარებთ ნამდვილი პოეზიის გემოს და სურნელებას.

 

ლადო

„ლადოსთვის სამშობლო – ხალხი, თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით ერთ-ერთი მაცოცხლებელი პირობა იყო“ – ამ სტრიქონებით იხსნება 100 ლექსის კრებულის კარი, სადაც ლადო ასათიანის მიერ განცდილი სწორედ ამ დიდი სიყვარულის, სამშობლოსა და სიცოცხლის უკვდავი საგალობლებია  თავმოყრილი.

 ლაზური პოეზია

თანამედროვე ლაზ ავტორთა ლექსებში მხატვრული ხელოვნებისა და პოეტური სიტყვის ტრადიციები ლაზური ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან (პოეტური ფოლკლორიდან) იღებს სათავეს. სწორედ ამიტომ, კრებულში XX-XXI საუკუნეების ლაზური პოეზიის ნიმუშებთან ერთად პირველყოფილი სინკრეტიზმის ნიშნების მატარებელი არქაული ლექსებიცაა შესული.
100 ლაზური ლექსის კრებული მკითხველს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ლაზური კულტურის იდენტობაში ზოგადქართულ კულტურულ წიაღთან და, მის თვითმყოფადობასა და მრავალფეროვნებაზეც შეუქმნის შთაბეჭდილებას.
წიგნს წინასიტყვაობის ნაცვლად ერთვის ნაწყვეტი ცნობილი ლაზი მკვლევრის, ზურაბ თანდილავას ნაშრომიდან „ლაზური ხალხური პოეზია“.

მეგრული ხალხური პოეზია

მეგრული ხალხური პოეზია ქართული სიტყვაკაზმული ფოლკლორის, მწერლობის განუყოფელი  და შთამბეჭდავი ნაწილია. კრებულში მეგრული პოეზიის თვალსაჩინო ნიმუშებია წარმოდგენილი, რომელთა უმრავლესობაც ქართველმა ხალხმა სიმღერებად აქცია კიდეც და ამგვარად შემოუნახა თაობებს.

მედეა კახიძე

მედეა კახიძის მკაფიო პოეტური ხმა, თვითმყოფადი სტილით და ხალასი მეტაფორებით ამღერებული ლექსები თავიდანვე შეიყვარა ქართველმა მკითხველმა.
100 ლექსის კრებული ამ პოეზიის გასაცნობად და კიდევ ერთხელ დასაგემოვნებლად დაგეხმარებათ.

მირზა გელოვანი

„რით არის გამორჩეული და რით განსხვავდება ძველი და თანამედროვე თაობებისაგან პოეტი მირზა გელოვანი? იმით, რომ მან საკუთარი მონეტა მოსჭრა. ის არავის არა ჰგავს, ის მხოლოდ საკუთარ თავსა ჰგავს. მან სიტყვასთან ჭიდილში გაიმარჯვა. მან შეძლო ყველაზე სრულყოფილი ფორმა მოეძებნა სათქმელისათვის. ყველაზე უფრო შესატყვისი და გამომსახველი. მან შეძლო ცხოვრებისეული ფაქტი პოეზიად ექცია, რადგან ავტორისეული განცდის გარეშე არ იბადება კარგი ლექსი“, – ვკითხულობთ სილოვან ნარიმანიძის წინასიტყვაობაში.
საბედისწერო თაობის ამ მართლაც გამორჩეული და მძაფრი პოეტური ხმის ავტორის პოეზია 100 ლექსის კრებულშიც საცნაურია.

მურმან ლებანიძე

მისი შემოქმედება გამორჩეულია ეროვნული ძარღვის გამძაფრებული ფეთქვითა და მომხიბლავი პოეტური სახეებით, მოდულაციებით.
მურმან ლებანიძისთვის თავიდათავია მოყვასის სიყვარული. ხელს გადაგხვევს თუ გსაყვედურობს, ყოველთვის გულით შენთანაა, სურს აგამაღლოს. ამიტომაც ვამბობ, იგი მეკვლეა და არა თანამგზავრი“, – ვკითხულობთ ნოდარ ტაბიძის შესავალ წერილში.

მუხრან მაჭავარიანი

მუხრან მაჭავარიანის პოეზია საქართველოში გამორჩეულად უყვართ. რა აქცევს პოეტს ასეთი სახალხო სიყვარულის ობექტად? ამაზე პასუხს 100 ლექსის კრებულიდანაც მიიღებთ, როცა კიდევ ერთხელ გადაიკითხავთ სამშობლოს, ადამიანის, სიცოცხლის მძაფრი სიყვარულით გაჯერებულ პოეზიას.

პაოლო იაშვილი

ცისფერყანწელთა გამორჩეული წევრის – პაოლო იაშვილის პოეზია მკითხველმა განსაკუთრებულად შეიყვარა. მასში ეპოქის მგზნებარე სულისკვეთება, ადამიანური ბედის ტრაგიზმიც და დღესასწაულიც, სამშობლოს ღვთაებრივი ხატება გამორჩეული პოეტური ხმითაა გადმოცემული.
წიგნს ბელა წიფურიას ვრცელი წერილი აქვს წამძღვარებული.

 

იზა ორჯონიკიძე

იზა ორჯონიკიძის პოეზია ის სამყაროა, სადაც ადამიანის სული ჰარმონიას უნდა ეზიაროს, სრულიქმნას, დაიხვეწოს და გამთლიანდეს….“ – წერდა გურამ ასათიანი.
ღრმა და მძაფრი დრამატიზმით გადმოცემული ქალური ბუნების მოტივები; ფაქიზი და ამავდროულად ბობოქარი პოეტური სამყარო – ასე იკითხება ამ გამორჩეული პოეტური ხმის მქონე ქალის შემოქმედება, რომელსაც დრო კიდევ უფრო მეტ ელვარებას და გამჭვირვალობას შესძენს.

სერიის ნუმერაცია არ არის დაცული

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “100 ლექსი”

კატეგორიები: , ,