ლულ5
ლულ5
ლულ5
ლულ5
 
 

ჯანმრთელობის ენციკლოპედია

130.00

გამომცემლობა: პალიტრა L
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
ავტორი: რობერტ ს. პორტერი; ჯასტინ ლ. კაპლანი; ბარბარა პ. ჰომიერი
გვერდების რაოდენობა:2390
ISBN: 934455856148
ხელმისაწვდომი: არის

Qty

“მერკის სამედიცინო სახელმძღვანელოები” მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ლიტერატურას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ მასზე საერთაშორისოდ აღიარებული 300 სამედიცინო ექსპერტი მუშაობდა, რაც მისი სანდოობისა და ხარისხის გარანტიაა. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნის ქართული ვარიანტის შექმნაზე პროფესიონალი ექიმების 20-კაციანი გუნდი მუშაობდა.
Merck-ის გამოცემა მსოფლიოში კლასიკურ ვარიანტად ითვლება, ის ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ გამოდის და მტკიცებულებებზე გამყარებულ ზედმიწევნით სანდო მასალას შეიცავს. ეს კლასიკური სახელმძღვანელო ადაპტირებული იქნება როგორც პროფესიონალებზე ასევე არაპროფესიონალებზე. ეს არის აქამდე არსებული სამედიცინო ლიტერატურისგან განსხვავებით გაცილებით უფრო მაღალი დონის, დეტალური და ბევრი ინფორმაციის გამაერთიანებელი წიგნი.
მაშტაბურ ექიმთა ჯგუფს საქართველოს მედიცინის ცნობილი დოქტორები ბატონი გურამ კიკნაძე და გივი ჯავაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
ეს სასარგებლო იქნება როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე არაპროფესიონალებისთვის და სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ ინფორმაცია უაღრესად მრავალფეროვანი და მრავალმხრივია. ეს არის უახლესი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია
ეს გახლავთ ჯანმრთელობის სფეროში მსოფლიო ლიდერის, კომპანია მერკის მიერ მომზადებული ფუნდამეტური ნაშრომი, ფუნდამეტური კვლევა. “ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის
მასში ადამიანები გაეცნობიან ძალიან მარტივად გასაგები ენით გადმოცემულ სამედიცინო ინფორმაციას. ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია,  ექიმი არ უნდა იყოს ადამიანის დაავადების ერთადერთი მმართველი. ყოველი პიროვნება უნდა ფლობდეს ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, დაავადებაზე, მკურნალობაზე, ყველაფერზე, რაც მის თავს ხდება და თვითონ უნდა მიიღოს ამ ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტილება. ამიტომაა, რომ მთელი მსოფლიო ცდილობს, მეტი გავაგებინოთ ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ და ეს წიგნიც სწორედ ამას ისახავს მიზნად, რომ მაქსიმალურად მარტივი ენით, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივიდესხალხთან. წიგნის გამორჩეული სტრუქტურა,ცხრილები, ილუსტრაციები და ჩანართები კი ამაში გვეხმარება.

წიგნი ითარგმნება კვალიფიციური ექიმების დიდი ჯგუფის მიერ.  შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში. მსგავსი წიგნის გამოცემა ხელს უწყობს საზოგადოებაში სამედიცინო ცოდნის დონის ამაღლებას.

ენციკლოპედია სექციებად და თავებადაა დაყოფილი. მისი სტრუქტურის გაცნობა წიგნში ორიენტაციას და საჭირო ინფორმაციის მოძიებას გაგიადვილებთ.
დაავადების გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები, დიაგნოზები და მკურნალობის მეთოდები, თავებად არის დაყოფილი.
ჩანართები “იცით თუ არა რომ” საინტერესო და სახალისო ინფორმაციას გთავაზობთ.
ტექსტი თემებად არის დაყოფილი, რაც ინფორმაციის უკეთ აღქმის საშუალებას იძლევა.
წიგნში მოცემულია ყოვლისმომცველი ინფორმაცია წამლების შესახებ
ფერადი ილუსტრაციები ადამიანის ორგანოების ნათლად აღქმაში დაგეხმარებათ და ტექსტთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.
წიგნში განხილული თემებია: მედიცინის საფუძვლები, ადამიანის სხეული, მაქსიმალური სარგებლობის მიღება სამედიცინო მომსახურეობისას, პრევენცია, ვარჯიში და ფიზიკური მდგომარეობა, რეაბილილიტაცია, წამლები, წამლების მიმოხილვა, წამლების არასასურველი მოქმედება, სამკურნალო რეჟიმის დაცვა, ურეცეპტოდ გასაცემი წამლები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, ძვლების, სახსრების და კუნთების დაავადებები, ნერვული დაავაებები, ფიზიკური დაავადებები, კვების და მეტაბოლიზის დარღვევები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, მხედველობის სისტემის დაავადებები, მამაკაცების, ქალების, მოხუცების და ბავშვთა ჯანმრთელობა, დაზიანებები და მოწამვლები, საგანგებო საკითხები, კანის, პირის ღრუს, კბილების, ყელ-ყურ-ცხვირის, კუნთებისმ ფქსიკიკური დაავადებები და კიდევ უამრავი საინტერესო და საჭირო თემა.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: ,