547787_10151383141332409_1073089781_n
file_145833522
file_999610297
file_742927256
 
 

ხელოვნების ამბავი

74.90

გამომცემლობა: პალიტრა L
ავტორი: ერნეტს გომბრიხი
გამოცემის წელი: 2019
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 644
ილუსტრირებული: არის
ენა: ქართული
ISBN: 775728521425
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ხელოვნების ამბავი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წიგნია ხელოვნების შესახებ, რომელიც ოდესმე გამოცემულა. 50 წლის განმავლობაში იგი რჩება სწორუპოვარ შესავლად მთელი საგნისთვის − უძველესი მღვიმის ფერწერიდან თანამედროვე ექსპერიმენტულ ხელოვნებამდე. მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მკითხველისთვის პროფესორი გომბრიხი ჭეშმარიტი ოსტატია, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ცოდნა და სიბრძნე და რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით, გაუზიაროს მკითხველს უდიდესი სიყვარული ხელოვნების იმ ნიმუშების მიმართ, რომელთაც აღწერს.

ხელოვნების ამბის უჭკნობი პოპულარობის მიზეზი წერის ნათელი, მარტივი და გულწრფელი სტილია. ავტორი ამბობს, რომ მისი მიზანია “სიცხადე და წესრიგი შეიტანოს უამრავ სახელში, პერიოდსა და სტილში, რომლებითაც სავსეა უფრო ამბიციური ნაშრომები”, და იყენებს სახვითი ხელოვნების ფსიქოლოგიის საკუთარ ცოდნას, რათა დაგვანახოს ხელოვნების ისტორია, როგორც “ტრადიციების უწყვეტი შერწყმა და მონაცვლეობა, რომლის გამოც ყოველი ნაწარმოები წარსულსაც ხარკს უხდის და მომავლისკენაც ილტვის”, როგორც “ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც დღევანდელობას პირამიდების ხანასთან აკავშირებს”. ამ კლასიკური ნაშრომის განახლებული, მე-16 გამოცემა აპირებს გააგრძელოს “ტრიუმფული სვლა” მომავალი თაობებისათვის. იგი ნამდვილად საუკეთესო არჩევანი იქნება ყველასთვის, ვინც ხელოვნების სამყაროსთან შეხებას გადაწყვეტს.

წიგნი მოიცავს უძველესი მღვიმის ფერწერიდანთანამედროვე ექსპერიმენტულ ხელოვნებამდე პერიოდს სრულად .
შესულია : კულტურული ძეგლები, მხატვრული მიმდინარეობები, არქიტექტურა, გრაფიკა, ფერწერა, კინო-ხელოვნაბა, თეატრის ხელოვნება და ა.შ

ხე­ლოვ­ნე­ბა უსა­ზღვროა. უსა­ზღვროა მისი ას­პა­რე­ზი და გან­ვი­თა­რე­ბა. თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გად­მოს­ცე­მენ სა­კუ­თა­რი დრო­ის აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებს, ტკი­ვილ­სა და სი­ხა­რულს.
ხე­ლოვ­ნე­ბის ამ­ბა­ვი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნია ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ოდეს­მე გა­მო­ცე­მუ­ლა. წიგ­ნის პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზი წე­რის ნა­თე­ლი, მარ­ტი­ვი და გულ­წრფე­ლი სტი­ლია.
წიგ­ნის ავ­ტო­რი ერნსტ გომ­ბრი­ხი მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­კო­სია, რო­მე­ლიც და­ი­ბა­და ავ­სტრი­ა­ში, ხოლო 1947 წელს გახ­და ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე და მოღ­ვა­წე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი ბრი­ტა­ნეთ­ში გა­ა­ტა­რა.
ის იყო მრა­ვა­ლი კულ­ტუ­რუ­ლი და ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის ნა­მუ­შევ­რის შემ­ქმნე­ლი. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში.
წიგნის პოპულარობის მიზეზი წერის ნათელი, მარტივი და გულწრფელი სტილია.