IMG_2026
html-color-codes-color-tutorials-hero-00e10b1f-2-2 (1)
html-color-codes-color-tutorials-hero-00e10b1f-1-2
 
Sale!
 

წმიდა ოთხთავი

120.00 90.00

გამომცემლობა: ბაკმი
საგამომცემლი პროექტი: განძი-რჩეული
წელი: 2016 (მეორე გამოცემა)
იდეისა და პროექტის ავტორები: ბონდო მაცაბერიძე, რუსუდან მოსიძე
რედაქტორი: რუსუდან მოსიძე
დიზაინი: დავით აფციაური
ფოტოგადაღება: მირიან კილაძე
ყდა: მაგარი, ტყავის

კიდეები: მოოქროვილი
ილუსტრირებული: არის

ენა: ქართული
რეგულარული ფასი: 120
ფასდაკლებით: 90.00
გვერდები: 390
წონა: 1.400 კგ

ISBN: 9789941426230
ხელმისაწვდომი: არ არის

Qty

გელათის ოთხთავის მინიატურებით
251 მინიატურა,

16 კამარა

ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი ილუსტრირებული ოთხთავი, რომელიც პირველად გელათის სასულიერო აკადემიაში ხელნაწერების სახით გამოვიდა და შემდეგ უკვე  სრულყოფილი სახე მიიღო.

აღსანიშნავია რომ ეს გამოცემა თარგმნილია ასირიული ენიდან, ჯერ ბერძნულად და შემდეგ მე-12 საკუნეში ათონის წმიდა მთაზე ითარგმნა გიორგი ათონელის მიერ, რომლის რეცენზიაც 1963 წელს გასცა საპატრიარქომ, გაფორმებულია გელათის 251 მინიატურით, რომელიც ჯერ კიდევ მე-12 საუკუნით თარიღდება და ამავდროულად თან ერთვის უნიკალური  16 კამარა.

წიგნს ასევე  თან ერთვის განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც სახარებისეული ტექსტების განმარტებას მოიცავს და პერსონაჟთა ანბანური საძიებელი.

წიგნის გარეკანზე ძველქართულად ამოტვიფრულია საუფლო ლოცვა მამაო ჩვენო,  ოთხივე მოციქულის სახელწოდება და მე-6 საუკუნით დათარიღებული ოქროს ფრაგმენტოვანი ჯვარი.

გელათის ოთხთავი წარმოადგენს ქართული სასულიერო ეროვნული ცნობიერებისა და კულტურის საგანძურს. წიგნის მხატვრული გაფორმება ქართული მი ნიატურული ხელოვნების იშვიათი ნიმუშია; ამავე დროს პირველი ბეჭდური გამოცემაა ქართულ სინამდვილეში. XII საუკუნეში შექმნილი სახარებისეული სცენები ისეა წარმოდგენილი და გაცოცხლებული, რომ თავად ხდები მოწმე და მონაწილე მოციქულების დროინდელი ამბებისა.

ქართული ოჯახი შეუძლებელია მოიაზრებოდეს გელათის ოთხთავის გარეშე, წიგნი – როგორც სულიერი გზამკვლევი – მარად და ყველგან, სადაც ფასეულია ტრადიცია და ცოცხალია რწმენა.

წინამდებარე გამოცემის ტექსტი მომზადდა ”ახალი აღთქმის” საქართველოს საპატრიარქოს 1963 წლის გამოცემის მიხედვით. გამოცემა ილუსტრირებულია ”გელათის სახარების” (XII ს) მინიატურებით. სახარება დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

დაიბეჭდა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “წმიდა ოთხთავი”