წმიდა ნინო

85.80

გამომცემლობა: მერიდიანი
ავტორი: სირაძე რევაზ
გვერდები: 463
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2014
ფორმატი: 18.5 X 25.5
ISBN: 10157
ხელმისაწვდომი: არის
Qty

ერთი ტომის ღირებულება: 42.90
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზშიგაიმართა სამეცნიერო კრებულის – ,,წმინდა ნინო“ (I-II ტომი) წარდგინება.

კრებული ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II- ის აღსაყდრების 35-ედა დაბადების 80 წლისთავს.

კრებულებში წარმოდგენილია  სხვადასხვა თაობის ქართველ მეცნიერთა ნაშრომები ფილოლოგიური, ისტორიული დაენათმეცნიერული მიმართულებების, რომლებშიც განხილულია:

  • ქრიატიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
  • ქართლის გაქრისტიანება ევროპის ისტორიის კონტექსტში,
  •  წმ. ნინოს ლეგენდა და ქართული ეროვნული შეგნების ისტორია
  •  ქართული ჰაგიოგრაფია და ისტორიული აზროვნების განვითარება
  • , ქრისტეს კვართის ისტორია,
  •  წმ. ნინოსადმი მიძღვნილი საგალობლები,
  • „მოქცევაი ქართლისაის“ ტექსტის და ენის საკითხები,
  •  ქრისტიანობა და ენობრივი პოლიტიკა,
  •  წმ. ნინო და ძველი ქართული სახვითი ხელოვნება.
  •  განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს წმინდა ნინოს „ქართლის ცხოვრებისეული“ ტექსტის ფრანგული თარგმანი მარი ბროსესმიერ.
  • ლეონტი მროველის ქართველ მეფეთა ცხოვრება ( XI  ს. )
  • უნიკალური ვერსია ბერი არსენისა ( XII ს.)
  • სალომე უჯარმელისა და პეროჟავრა სივნიელის შესახებ

 

 

ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებანი წმ. ნინოს ისტორიული მისიის, საქართველოს მოქცევისა და მისი შემდგომი ქრისტიანიზებისდა, საერთოდ, კულტურის სიტორიის საკითხებზე…აღნიშნულ საკითხებზე გამოკვლევათა და სათანადო ტექსტების, ორიგინალურისადა მათი თარგმანების შემცველი ერთიანი კრებული პირველად შეიქმნა, რაც საყურადღებოა, არა მხოლოდ სპეციალისტებისათვის,არამედ ფართო მკითხველთათვისაც.

უძველესი რედაქცია წმ. ნინოს ცხოვრებისა შემორჩენილია შატბერდულ და ჭელიშურ ხელნაწერები , რომელიც დათარიღებულია დაახლოებით X საუკუნით და ითვლება ქართულ ხელნაწერთა შორის ყველაზე ვრცელ ნაშრომად.
ორტომეულში შესულია რევაზ სირაძის, თამაზ ჩხენკელის, ზურაბ კიკნაძის, გიორგი ალიბეგაშვილის და სხვ. წმ. ნინოსადმიმიძღვნილი სამეცნიერო წერილები.

ასევე, ძველი ავტორების: გიორგი მცირის, ეფრემ მცირის, ნიკო მარის, პავლე ინგოროყვას, მიხეილ თარხნიშვილის, ექვთიმეთაყაიშვილის, კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ყაუხჩიშვილის, თედო ჟორდანიას ნაშრომები წმ. ნინოზე

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: ,