წინასწარმეტყველება მურაბით

9.90

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: ანფიმიადი დიანა
გვერდები: 141
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2016
ფორმატი: 13X19.5
აისბიენი/აიდი: 9789941467639

ხელმისაწვდომი: არის
Qty

დიანა ანფიმიადის „წინასწარმეტყველება მურაბით“ მთავარი კონცეპტის გარშემო ტრიალებს – ეს არის გემო, მახსოვრობა და ლიტერატურა. ავტობიოგრაფიული მომენტები, ისტორიული პროზა, მსოფლიო ლიტერატურის შედევრების კულინარიული შეფერილობა, სოციალური თუ პოლიტიკური თემატიკა, ლიტერატურული კრიტიკა, ლინგვისტური ძიებები შეზავებულია კულინარიულ რეცეპტებთან, რომელთაგანაც ბევრი საუკუნეების წიაღში ჩაკარგულია და ხელახალ წაკითხვასა და მომზადებას საჭიროებს. წიგნის ძალიან საინტერესო ნაწილს შეადგენს ძველი, დიალექტური ტექსტებიდან და ექსპედიციების მასალებიდან ამოკრებილი დავიწყებული ქართული კერძების რეცეპტები, ქართული ენის ძალიან საინტერესო ლინგვისტური მასალა და ზეპირი მთქმელების, ჩვეულებრივი ადამიანების გულში ჩამწვდომი ისტორიები. მოკლედ, ამ წიგნში ყველაფერია – ზუსტი რეცეპტები, წიგნის წაკითხვისა და დამახსოვრების რეცეპტები, საბავშვო კულინარია თუ საბავშვო წიგნები, მოგონებები, მოგზაურობა, ლინგვისტური წიაღსვლები, ზეპირი ისტორიები, მსოფლიო და ქართული ლიტერატურა, ცნობილ წიგნებში გამოყენებული გასტრონომიული ფანტაზიები, ცნობილი კულინარები თუ მწერლები