ძველი-ეგვიპტის-ენციკლოპედია
102-103
148-149
 
 

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

19.90

გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
ენა: ქართული
ყდა: რბილი
ფორმატი: 17X24 სმ.
გვერდების რაოდენობა: 604
ილუსტრირებული: არის  (ფერადი ჩანართებით)
ISBN 978-99414-52-00-0
ხელმისაწვდომი: არ არის

Qty

“ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია” პირველი ქართული წიგნია, რომელიც ფართოდ და მრავალმხრივად მოიცავს ამ იდუმალ და უაღრესად საინტერესო ცივილიზაციას.
ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის ისტორია ხუთი ათას წელზე ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, რაც უკვე თავისთავად უნიკალურია არა მარტო ძველი აღმოსავლეთის, არამედ კაცობრიობის ისტორიაში. ისეთი იყო ეგვიპტის ხიბლი, რომ დამპყრობლებიც კი ცდილობდნენ მისი კულტურის გათავისებას.
ანტიკური ბერძნები დასავლეთის პირველი  წარმომადგენლები იყვნენ, ვინც აღფრთოვანდა ამ იდუმალი და დღემდე ამოუცნობი ცივილიზაციით. მას შემდეგ დასავლურ სამყაროში არ გამქრალა ინტერესი ეგვიპტის პირამიდების, სფინქსების, ცხოველთავიანი ღმერთების და სიბრძნის მიმართ.
“ძველი ეგვიპტის ენციკლოპედიის” სტატიებში მკითხველი ბევრ მისთვის საინტერესო ინფორმაციას მიიღებს. ამ წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ “ალაპარაკდა” ეგვიპტური დამწერლობა, რომელიც ადრე უმაღლესი სიბრძნის სიმბოლური გამოხატულება ეგონათ; რა არის ცნობილი მისი ღმერთების, ქალაქების, ფარაონების,  მნიშვნელოვანი ნაგებობების, ისტორიის, ასტრონომიის და სხვ. შესახებ. “ენციკლოპედია” გამიზნულია როგორც სპეციალისტებისათვის, ასევე ძველი ეგვიპტით დაინტერესებული მკითხველისათვის.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა