ძველი აღთქმის მინიატურები ქართულ ხელნაწერებში

44.00

გამომცემლობა: კორნელი კეკელიძის ხელნაწერთან ეროვნული ცენტრი
გამოცემის წელი: 2018
ყდა: მაგარი
ენა: ქართული, ინგლისური
გვერდების რაოდენობა: 263
ხელმისაწვდომი: არ არის

Qty

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტორსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ შეიქმნა უნიკალური პროექტი – ძველი ათქმის მინიატურები ქართულ ხელნაწერებში  რომელიც მოიცავს 252 მინიატურას,(კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უკვებლივ ყველა გამოსახულება) რომლითაც შემკულია  XI-XVIII  საუკუნეებში შექმნილი 17 ქართული ხელნაწერი წიგნი , უდიდესი ნაწილი კი ეკუთვნის ფსალმუნის გამოცემებს.

მასალა დალაგებულია თემატურად , ბიბლიური ისტორიის ქრონოლოგიის გათვალისწინებით.

ერთი და იგივე თემატიური სიუჟეტი კი წარმოდგენილია სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ხელნაწერების საფუძველზე. ამასთანავე თითოეულ გამოსახულებას ერთვის ბიბლიის შესატყვისი მუხლის მითითებაც, რაც მინიატურების მხატვრულ ღირებულებასთან ერთად შემეცნებით მნიშვნელობას სძენს წიგნს.

ალბოლში გამოყენებულია შემდეგი 17 ხელნაწერი და მათი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის

  1. სვინაქსარი- 1030 წელი
  2. გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებანი- XI საუკუნე
  3. გელათის ოთხთავი- XII საუკუნე
  4. ჯრუჭის ოთხთავი- XII საუკუნე
  5. ვანის ოთხთავი- XII საუკუნე
  6. მოქვის ოთხთავი- 1300წელი
  7. ფსალმუნი (დავითნი) – XV საუკუნე
  8. ფსალმუნი (დავითნი) – XV საუკუნე
  9. ფსალმუნი (დავითნი) – XV საუკუნე
  10. ფსალმუნი (დავითნი) – XV საუკუნე
  11. კრებული – XVI საუკუნე
  12. ყანჩაეთის ჟამნგულანი- 1674 წელი
  13. გულანი- 1684 წელი
  14. ფსალმუნი- 1681 წელი
  15. ფსალმუნი- XVII საუკუნე
  16. გულანი- XVIII საუკუნე
  17. ფსალმუნი- XVIII საუკუნეწინამდებარე გამოცემაში თვმოყრილია ძველი აღთქმის 252 მინიატიურა, რომლებითაც შემკულია XI-XVIII სს-ში შექმნილი 17 ქართული ხელნაწერი წიგნი. მასალა დალაგებულია თემატურად, ხოლო თითოეული თემის ფარგლებში- ბიბლიური ისტორიის ქრონოლოგიის გათვალისწინებით. ერთი და იგივე თემატური სიუჟეტი წარმოდგენილია სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ხელნაწერების საფუძველზე. თითეულ გამოსახულებას ერთვის ბიბლიის შესატყვისი მუხლის მითითებაც. ალბომი აგრეთვე წარმოგვიდგენს XII ს-ის მდიდრულად გაფორმებული ოთხთავების მოხატულობაში არსებულ ძველი აღთქმის სიმბოლოებსაც. წიგნში სრულად არის თავმოყრილი და ქრონოლოგიურად არის განთავსებული კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ძველი აღთქმის სიუჟეტებისა თუ სახე-სიმბოლოების XI-XVIII სს-ში შექმნილი ყველა გამოსახულება.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა