7308177356
7746425000
 
 

ჩვენ და ვეფხისტყაოსანი

30.00

გამომცემლობა: არტანუჯი
ენა: ქართული
ყდა: მაგარი
ISBN:978-8941-446-44-3
ხელმისაწდვომი: არის

Qty

ვეფხისტყაოსანი
ბაჩანა ბრეგვაძის პროზაული ვერსია
შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ახალი პროზაული ვერსია მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ეს საქმე გამოჩენილმა მთარგმნელმა და მოღვაწემ, ბაჩანა ბრეგვაძემ ითავა. მან ორიგინალური ფორმით დაგვანახა უკვდავი პოემა. ბაჩანა ბრეგვაძის პროზაული ვერსია ვეფხისტყაოსნის ახლებურად გააზრების საშუალებას იძლევა
გვერდების რაოდენობა: 331
ISBN:978-8941-446-44-3

ჩვენ, ვეფხისტყაოსნები
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი და ჩვენი კულტურული იდენტობაა. ყოველი ეპოქა მას ხელახლა უბრუნდება და გაიაზრებს. „ვეფხისტყაოსანი“ მძლავრი ინსპირაციის წყაროა შემოქმედთათვის, რომლებიც თავიანთი მხატვრული ხედვით და ინტერპრეტაციებით კიდევ უფრო ამდიდრებენ უკვე მდიდარი ტრადიციების მქონე ლიტერატურათმცოდნეობით დარგს – რუსთველოლოგიას.

სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე პოეტისა და ენათმეცნიერის – დიანა ანფიმიადის ახალ წიგნთან დაკავშირებით. „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ – ასე ჰქვია კრებულს და ის სხვადასხვა საუკუნის ხელნაწერებში შემონახული მინაწერების, ჩასწორებების თუ შენიშვნების მიხედვით შექმნილი წიგნი-რომანია, რომელიც უამრავ საინტერესო, ნაცნობ და უცნობ, ასევე გამოგონილ ამბავს აერთიანებს.
ეს წიგნი განკუთვნილია გურმანი მკითხველებისთვის, ვისაც უყვარს წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა. „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ მეგზურობას გაუწევს იმ ახალგაზრდებსაც, ვინც ახლა იწყებს რუსთველოლოგიის სიღრმეებში წვდომას, ასევე თვალმოუწყვეტლად საკითხავია იმათთვის, ვისთვისაც წიგნის კითხვა მხოლოდ გართობის კი არა, უპირველესად შემეცნების, აღმოჩენების პირველწყაროა.
გვერდების რაოდენობა: 90
ავტორი: დიანა ამფიმიადი
ISBN: 978-9941-487-18-7