VIII-495x400
l
 
 

ჩვენი ღისებანი (წიგნი მერვე)

20.00

ყდა: მაგარი
გამომცემლობა: წიგნი+ერი
წელი: 2017
ილუსტრირებული: არის

ენა: ქართული
სერია: ჩვენი ღირსებანი

ხელმისწავდომი: არ არის

Qty

„ჩვენი ღირსებანის“ მერვე ტომში, მეშვიდე წიგნის დარად, წარმოდგენილია მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის სხვადასხვა სფერო. მომთხოვნი და გათვითცნობიერებული მკითხველის ყურადღებას უთუოდ მიიპყრობს ჩვენი მდიდარი და მრავალწახნაგოვანი კულტურის ისეთი დარგები, როგორებიცაა საეკლესიო გალობა, თეატრი, მუსიკა…

თვითმყოფადი ეროვნული კულტურა ხომ შორეულ წარსულში იღებს სათავეს და ქარცეცხლოვან საუკუნეებში ვითარდებოდა. მით უმეტეს, საამაყოა ის იგავმიუწვდომელი მემკვიდრეობა, რაც უმკაცრეს და უმძიმეს ეპოქებში იქმნებოდა და ჩვენ, თანამედროვთ, საამაყოდ და თავმოსაწონებლად გადმოგვეცა.

ჩვენი მიზანია, ეს სიმდიდრე, ეს ეროვნული განძი წარმოვაჩინოთ და საყოველთაო, სახალხო გავხადოთ. ამ შემთხვევაში გამომცემლობა მოქმედებდა იმ ანდერძის მიხედვით, რომელიც წმ. ექვთიმე აღმსარებელმა დაგვიტოვა ერთ-ერთ სამგალობლო ხელნაწერში:

„დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე, ძალო ცხოვრებისა ჩემისაო, რამეთუ, რომელი არა ვიცოდი, მადლითა შენითა ვისწავე და, რომელი არა შემეძლო, შემძლებელ მყავ დაწერად წიგნისა ამისა…ხოლო ნაშრომსაამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდეს ერთა შორის ყოვლადვე მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ჩვენი ღისებანი (წიგნი მერვე)”

კატეგორიები: , ,