ჩვენი ღირსებანი (წიგნი მეცხრე)

20.00

გამომცემლობა: წიგნი-ერი
წელი:  2016
ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 200
ფორმატი: 24X17
ენა: ქართული
წონა:
ფასი: 20.00
ISBN: 9789941916014

Qty

საუკუნეთა მანძილზექართველმა ხალხმა მდიდარი და მრავალფეროვანი ხალხური სამედიცინო კულტურა ჩამოაყალიბა. ბევრმა თვითმყოფადმა სამკურნალო ტრადიციამ დღემდე მოაღწია და ახლაც წარმატებით ემსახურება საქართველოს მოსახლეობას.
,,ჩვენი ღირსებანის” წინამდებარე IX ტომში, ძველი ქართული სამედიცინო ხელნაწერი წიგნების: ქანანელის უსწორო (სწორუპოვარი,რედ.) კარაბადინის (XIს.), ხოჯაყოფილის წიგნი სააქიმოს (XIIIს.), ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სამკურნალოს წიგნის (XV ს.), დავით ბაგრატიონის იადიგარ დაუდის (XVI ს.) მონაცემების და დაახლოებით ნახევარი საუკუნის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოძიებული ეთნოგრაფიული მასალის განზოგადების შედეგად, წარმოჩენილია ქართველი ხალხის სამედიცინო აზროვნება და უნიკალური სამკურნალო ტრადიციები. უხვად არის მოტანილი სხვადასხვა დაავადების სამკურნალო რეცეპტები. წამლების დოზირების თუ მიღების წესების ღწერის დროს ძირითადად ხალხური ტერმინებია გამოყენებული.
წიგნი მოიცავს მრავალ ახალ ინფორმაციას ქართული ხალხური მედიცინის შესახებ და უთუოდ ძალზე დააინტერესებს ფართო მკითხველ საზოგადოებას.

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ჩვენი ღირსებანი (წიგნი მეცხრე)”