V-495x400
open-V-495x400
 
 

ჩვენი ღირსებანი (წიგნი მეხუთე)

20.00

ყდა: მაგარი
გამომცემლობა: წიგნი+ერი
წელი: 2017
ილუსტრირებული: არის

ენა: ქართული
სერია: ჩვენი ღირსებანი

ხელმისწავდომი: არ არის

Qty

რა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე მილიონობით წლის წინ? რა ბუნებრივმა პირობებმა შეუწყო ხელი ჩვენს ქვეყანაში უძველესი ადამიანების სამოსახლოთა გაჩენას? განა აქ, ჩვენში, დაიდებდა ბინას დედამიწის ერთ- ერთი უძველესი ადამიანი, მისი არსებობისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები რომ არ ყოფილიყო?

დმანისურმა უნიკალურმა აღმოჩენამ ხომ ფეხზე დააყენა მთელი სამ ყარო! უძველესი ადამიანის ქვედა ყბის პოვნამ ორჯერ დააძველა პირველი ევროპელის ასაკი. და, აი, მსოფლიო მეცნი ერული აზრის ერთსულოვანი დასკვნა: პირველი ევროპელი ქართველი იყო!
რა წიაღისეულის მფლობელია საქართველო, როგორ ყალიბდებოდა ხანგრძლივი გეოლოგიური დროის განმავლობაში ქვეყნის წიაღი, რა მინერალებით მდიდრდებოდა და რა კანონზომიერებით ვრცელდებოდა ამა თუ იმ კუთხეში ბუნების ისეთი ფასდაუდებელი სიმდიდრეები, როგორიცაა: მტკნარი მიწისქვეშა, მინერალური და თერმული წყლები, სამკურნალო ტალახი, იშვიათი და ძვირფასი ლითონები, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები…

როგორ იყენებდნენ მათ ჩვენი წინაპრები და როგორ მოვიხმართ ახლა ამ და სხვა მრავალი ამოუწურავი ბუნებრივი რესურსების ჯადოსნურ სამყაროს, რომელიც საქართველოს მიწის წიაღშია ჩაბუდებული? აი, საკითხები, რომლებმაც უნდა დააინტერესოს საქართველოს ბედ- იღბალსა და მომავალზე მზრუნველი ყოველი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ჩვენი ღირსებანი (წიგნი მეხუთე)”

კატეგორიები: , ,