IV-495x400
open-IV-495x400
 
 

ჩვენი ღირსებანი (წიგნი მეოთხე)

20.00

ყდა: მაგარი
გამომცემლობა: წიგნი+ერი
წელი: 2017
ილუსტრირებული: არის

ენა: ქართული
სერია: ჩვენი ღირსებანი

ხელმისწავდომი: არ არის

Qty

უნიკალური ბუნების პატრონები ვართ. ამ ციცქნა მიწაზე ზღვაც გვაქვს და უდაბნოც, მწველი მზეც და ფეხდაუდგმელი თოვლიც, იგავმიუწვდომელი სილამაზის მწვერვალები და ხასხასა ხოდაბუნები, ლაჟვარდოვანი ტბები და კამკამა მდინარეები, ევროპული ცივილიზაცია და შუასაუკუნეობრივი ადათები… ახლა მიწის ქვეშ რა ხდება ჩვენს ღვთივკურთხეულ მხარეში?! წარმოუდგენელი სილამაზის მღვიმეებში მიწისქვეშა მდინარეებზე ნავით სეირნობაა შესაძლებელი, ირგვლივ ათასწლეულობით ნაღვენთი წარმონაქმნები ენით უთქმელ ფერთა გამას და ფორმებს ქმნიან, მიწიდან მოჩუხჩუხე გოგირდოვანი და მინერალური წყლები სალბუნად ედებიან ათასგვარ სნეულებას. ეს ყველაფერი და კიდევ სხვა მრავალი წინამდებარე გამოცემაში გადმოცემულია გამართული ლიტერატურული ენით; იგი დიდ დახმარებას გაუწევს სკოლის მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს, აბიტურიენტებს, სტუდენტებს და, საერთოდ, ყველა დაინტერესებულ მკითხველს. წიგნის დიდი ღირსება ისიც არის, რომ მდიდარია ძვირფასი საილუსტრაციო მასალით, რაც გამოცემას დასრულებულ და შთამბეჭდავ იერს ანიჭებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი „ჩვენი ღირსებანი“, წიგნი მეოთხე, საზოგადოებაში უთუოდ გამოიწვევს ცხოველ ინტერესს.

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ჩვენი ღირსებანი (წიგნი მეოთხე)”