shop_product_image_214208
LJxWF0D
file_704212418
 
Sale!
 

ჩემი რჩეული მსოფლიო- ჰერმან მელვილი და ალექსანდრ ბელიაევი

70.00 52.00

გამომცემლობა: palitra L
ყდა: მაგარი
სერია: ჩემი რჩეული მსოფლიო
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 300-450
ISBN : 978-9941-24-762-0
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ალექსანდრ ბელიაევი
საბჭოთა სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელსაც”რუს ჟიულ ვერნსაც” უწოდებენ. მისი წიგნები ეხებოდა მომავლის მეცნიერებებსა და ტექნოლოგიურ პრობლემებს.

 შესულია: ადამიანი-ამფიბიაპროფესორ დოუელის თავი, მსოფლიო მბრძანებელი, არიელი
„ადამიანი-ამფიბია“, ადამიანების მიერ „ზღვის ეშმაკად“ წოდებულ უცნაურ ჰუმანოიდზე მოგვითხრობს. 1960 წელს გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა „ადამიან-ამფიბიას“ განსაკუთრებით გაუთქვა სახელი.
“პროფესორ დოუელის თავი” – მე-20  საუკუნის რუსი  მწერლისა და იურისტის, ალექსანდრ ბელიაევის  198 გვერდიანი სამეცნიერო ფანტასტიკისა და სათავგადასავლო ჟანრის რომანი. ნათარგმნია 30 ენაზე, მსოფლიოში მისი არაერთი გამოცემა არსებობს.
“პროფესორ დოუელის თავი” ავტორის პირველი და  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანია. წიგნის პირველი ვარიანტები სიუჟეტის სახით  1925 წელს , ერთერთ რუსულ გაზეთში  გამოიცა . იმავე წელს კი სხვა რუსულ ჟურნალში, მისი სრული ვერსია დაიბეჭდა. წიგნი  გამოქვეყნებიდან ძალიან მალევე იქცა ბესტსელერად.

რომანში “მსოფლიო მბრძანებელი” აღწერილია ერთი მეტად საინტერესო მეცნიერული გამოგონების ისტორია. მთავარი გმირი, ლუდვიგ შტირნერი, მანძილზე აზრების გადაცემასა და ტვინის შესწავლაზე მუშაობდა. მან იმდენად სრულყო თავისი იარაღის ზემოქმედების წრე, ძალა და ხანგრძლივობა, რომ მთელი ქვეყანა საფრთხეში ჩააგდო. მან დაამტკიცა, რომ ადამიანის სხეული მიმღებივით და გადამცემივით არის მოწყობილი.

 

 

ჰერმან მელვილი
შესულია: მობი დიკი (2 ტომად),  ტაიპი, ომუ
18 თვის განმავლობაში მუშაობდა ხომალდზე და სწორედ ეს ვოიაჟი დაედო საფუძვლად ,,მობი დიკს”
რაც გინდათ ის დაარქვით, “შედევრი”, “უდიდესი რომანი” – მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის არის, რომ თუკი ის თქვენს გონებაში შემოვა, არასოდეს დაგტოვებთ” წერს სომერსეტ მოემი, ამერიკელი მწერლის ჰერმან მელვილის რამონის – “მობი დიკის” შესახებ. ნაწარმოები, დღემდე, მსოფლიო ლიტერატურის კლასიკადაა მიჩნეული
1842 წელს, კაპიტნის სიმკაცრის გამო, მელვილი გემიდან გაიპარა და წყნარი ოკეანის მარკიზის კუნძულებზე დარჩა. სამი კვირის მანძილზე ადგილობრივ აბორიგენებთან – ტაიპის ტომთან ცხოვრობდა. ამ ტომს კუნძულების დანარჩენი ორი ტომი კანიბალებად მოიხსენიებდა, თუმცა მელვილს ძალიან კარგად ეპყრობოდნენ. სწორედ აქ მიღებულ შთაბეჭდილებებზე დააფუძნა მან თავისი პირველი რომანი „ტაიპი“, სადაც აღწერს სასიყვარულო თავგადასავალს ადგილობრივ მშვენიერ გოგონა ფაიავეისთან, რომელიც განასახიერებს ამ ველური ხალხის მთელ კეთილშობილებას.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა