000000030592-crop-c0-5__0-5-304x405-100
file_712163594
 
Sale!
 

ჩემი რჩეული მსოფლიო – რობერტ ლუი სტივენსონი და ჯეინ ოსტინი

70.00 42.00

გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდები: 350-420
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2017
ფორმატი: 14×20
სერია: ჩემი რჩეული მსოფლიო
ISBN: 2000683204908
ხელმისაწვდომი: არის
Qty

”რობერტ ლუის სტივენსონი ჭლექით იყო დაავადებული და როგორმე უნდა გამკლავებოდა ამ უმძიმეს სენს. პატარა რობერტი ძალზე მგრძნობიარე ბავშვი გახლდათ, თავისი გამოგონილი სამყარო ჰქონდა, ყოველღამე, დაძინების წინ, სხვადასხვანაირ ისტორიას იგონებდა, საკუთარ თავს უყვებოდა ხმამაღლა და ისე განიცდიდა თავისივე შეთხზულ ამბებს, რომ დაძინებას ვეღარ ახერხებდა, სანამ მშობლები არ დაამშვიდებდნენ…

უმძიმესი სენის მიუხედავად, ზრდასრულ ასაკში ბევრი იმოგზაურა საფრანგეთში, შვეიცარიაში, ამერიკაში, სამხრეთის ზღვებში. წყნარი ოკეანის კუნძულებზე დედამიწის ზურგზე ეძებდა ადგილს, სადაც ჰავა სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას მისცემდა.

საფრანგეთში ყოფნისას რობერტ ლუის სტივენსონი შეხვდა ამერიკელ ქალს, ფრენსის მატილდა ვანდერგრიფტ ოსბორნს, რომელიც ორ შვილთან ერთად ევროპაში მოგზაურობდა. ერთმანეთი შეუყვარდათ და ათი წლის შემდეგ, 1880 წელს, ჯვარი დაიწერეს (როდესაც ფრენსის ოსბორნი ოფიციალურად გაეყარა პირველ ქმარს). რობერტ ლუისი დაუმეგობრდა გერებს. ერთი მათგანი, სემუელ ლოიდ ოსბორნი, მოგვიანებით მისი ლიტერატურული მდივანი და თანაავტორიც კი გახდა – მათ სამი რომანი დაწერეს ერთად.

სტივენსონის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი სიცოცხლის ბოლო ოთხი წელი იყო, რომელიც საყვარელ ცოლთან, დედასა და გერთან ერთად სამოაზე, კუნძულ უპოლუზე გაატარა (1890 წელს იქ სახლ-კარი შეიძინა). იმ დროისთვის იგი უკვე მეტად პოპულარული მწერალი იყო, სიღარიბესაც თავი დააღწია (ძალიან კარგ ჰონორარს იღებდა), კუნძულის ჰავა მოუხდა, აბორიგენებს დაუმეგობრდა, იქაურები არათუ პატივს სცემდნენ, არამედ ლამის აღმერთებდნენ,– “ტუზიტალა” შეარქვეს, რაც მათ ენაზე “მეზღაპრეს” ნიშნავს. სტივენსონი ძალიან ბევრს მუშაობდა და უეცრად, 1894 წელს, სისხლი ჩაექცა… დაკრძალეს იქვე კუნძულზე, მთის წვერზე…”

 

რობერტ ლუის სტივენსონის ოთხტომეული სერიიდან “ჩემი რჩეული მსოფლიო”ფასდაკლებით :
ტომი პირველი – განძის კუნძული
ტომი მეორე – შავი ისარი
ტომი მესამე – ბატონი ბალანტრე
ტომი მეოთხე – ხომალდის საიდუმლო

თა­ვი­დან მხო­ლოდ ოჯა­ხის გა­სარ­თო­ბად წერ­და. შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ მწერ­ლო­ბა მისი მო­წო­დე­ბა იყო. რო­მა­ნის თავ­და­პირ­ვე­ლი სა­თა­უ­რი “ელი­ნო­რი და მე­რი­ე­ნი’’ იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი რო­მა­ნი სხვა სა­ხე­ლით გა­მო­ი­ცა. რო­გორც მისი ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი, ეს რო­მა­ნიც მი­ნა­წე­რით by aLady – ით გა­მო­ი­ცა. თუმ­ცა მის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას გა­მომ­ცემ­ლო­ბა მხო­ლოდ იმ პი­რო­ბით დას­თან­ხმდა, რომ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტო­რი და­ხარ­ჯულ თან­ხას აუ­ნა­ზღა­უ­რებ­და. წიგ­ნი 1000 ეგ­ზემპლა­რით და­ი­ბეჭ­და, მა­ლე­ვე გა­ი­ყი­და და ავ­ტორს ჰო­ნო­რა­რიც ერგო. იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­სა წერ­და: “ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად და­წე­რილ რო­მან­ში ვეც­ნო­ბით დახ­ვე­წი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ა­ლის­ტურ ის­ტო­რი­ას, რა­მაც შე­უძ­ლე­ბე­ლია არ და­გა­ინ­ტე­რე­სოს. წიგ­ნის მო­ცუ­ლო­ბაც ისე­თია, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბა მო­გა­ნი­ჭოს და არ გა­დაგტვირ­თოს. ავ­ტო­რი კარ­გად იც­ნობს ადა­მი­ან­თა ხა­სი­ათ­სა და ცხოვ­რე­ბას, რო­მან­ში კარ­გად ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს ჯან­სა­ღი აზრი და მახ­ვილ­გო­ნივ­რუ­ლო­ბა. მას­ში სიყ­ვა­რუ­ლი და ცხოვ­რე­ბა ორი მხრი­დან არის და­ნა­ხუ­ლი – გო­ნე­ბი­დან და გრძნო­ბი­დან. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად არის აღ­წე­რი­ლი გმი­რე­ბი, პე­ი­ზა­ჟი, ინ­ტრი­გა, სიყ­ვა­რუ­ლი…’’

 ჯეინ ოს­ტი­ნი და­ი­ბა­და 1775 წელს ან­გლი­კა­ნუ­რი ეკ­ლე­სი­ის ღა­რი­ბი მღვდლის მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში. მი­უ­ხე­და­ვად სი­ღა­რი­ბი­სა, მას ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბის წლე­ბი ჰქონ­და თა­ვის ძმებ­თან და დას­თან, კა­სან­დრას­თან ერ­თად. 14 წლის ასაკ­ში მან და­წე­რა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი “სიყ­ვა­რუ­ლი და მე­გობ­რო­ბა”, რო­მელ­საც მოჰ­ყვა მისი ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი “სი­ა­მა­ყე და ცრურ­წმე­ნა”, “გრძნო­ბა და გო­ნე­ბა“ და “ნორ­თენ­გე­რის სა­ა­ბა­ტო”. მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ჯე­ინს შე­უყ­ვარ­და, და­ი­ღუ­პა. ჯე­ი­ნი თავს ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის და­თან­ხმდა ჰა­რის ბი­გის შე­თა­ვა­ზე­ბას და ცო­ლად გაჰ­ყვა. მე­ო­რე დი­ლით გაღ­ვი­ძე­ბულ­მა კი გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვა და ქორ­წი­ნე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. ქალი, რო­მელ­საც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­უ­მარ­თლა, 1817 წელს 41 წლის ასაკ­ში იშ­ვი­ა­თი ენ­დოკ­რი­ნუ­ლი ავად­მყო­ფო­ბით სა­კუ­თა­რი დის, კა­სან­დრას ხე­ლებ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

 

სა­მე­უ­ლის პირ­ვე­ლი წიგ­ნი, – ”გო­ნე­ბა და გრძნო­ბა” ქარ­თულ ენა­ზე გია ბე­რი­ძემ თარ­გმნა,
მე­ო­რე ტომი, ”გო­ნე­ბის ხმა” – პა­ა­ტა ჩხე­ი­ძემ
ხოლო მე­სა­მე ”მენსფილდ-პარ­კი” კი – ხა­თუ­ნა ბა­სი­ლაშ­ვილ­მა.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა