d91440b4f63ed1ab63d761683f64461d (1)
file_921003536
 
Sale!
 

ჩემი რჩეული – დანიელ დეფო და უოლტერ სკოტი

50.00 36.99

გამომცემლობა: palitra L
ყდა: მაგარი
სერია: ჩემი რჩეული მსოფლიო
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 300-450
ISBN : 978-9941-24-762-0
ხელმისაწვდომი: არის

Qty

უოლტერ სკოტი

სერ უოლტერ სკოტი  — შოტლანდიელი ისტორიული რომანისტი და პოეტი, პოპულარული მისი დროის ევროპაში.

გარკვეული თვალსაზრისით სკოტი პირველი ინგლისურენოვანი ავტორი იყო, რომელიც ნამდვილი საერთაშორისო წარმატებით სარგებლობდა საკუთარი სიცოცხლის პერიოდში, ჰყავდა რა მკითხველები ევროპაში, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი რომანები და პოემები დღემდე აქტუალურია და მისი ნაწარმოებების უმრავლეოსბა კლასიკად ითვლება, როგორც ინგლისურენოვან ლიტერატურაში, ისე შოტლანდიურ ლიტერატურაში. განთქმულ ნაწარმოებთა შორისაა „აივენჰო“, „რობ როი“, “The Lady of The Lake”, „უევერლი“, “The Heart of Midlothian” და “The Bride of Lammermoor”.

ისტორიული რომანის ჟანრის ფუძემდებლად აღიარებული შოტლანდიელი მწერლის, პოეტისა და ისტორიკოსის, უოლტერ სკოტის შემოქმედება „ჩემი რჩეული მსოფლიოს“ სერიაში წარმოდგენილია მისი საუკეთესო რომანებით „აივენჰო“ და „რობ როი“.
ტომი 1 – “აივენჰო”
რომანში მეთორმეტე საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისის ისტორიული ამბებია აღწერილი და ნაჩვენებია ნორმანების მიერ ყოველმხრივ შევიწროებული საქსონელების ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ.
ტომი 2 – “რობ როი”
რომანი „რობ როი“ ავტორის ე. წ. შოტლანდიური რომანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. რობ როი, ისევე როგორც რობინ ჰუდი, ისტორიული პირი – „პატიოსანი ყაჩაღია“: რომლისთვისაც ყაჩაღობა არსებული უსამართლობის წინააღმდეგ ამბოხის მორალური გამართლებაა.
დანიელ დეფო
ინგლისელი კლასიკოსი მწერლის, დანიელ დეფოს ეს სამტომეული იმითაა გამორჩეული, რომ ორ ახალ თარგმანს გთავაზობთ: სახელგანთქმული პერსონაჟის თავგადასავლის გაგრძელების ამსახველ _ „რობინზონ კრუზოს ახალ მოგზაურობას“ და ჩვენი მკითხველისთვის ასევე უცნობ რომანს _ „მოლ ფლენდერსს
1.რობინზონ კრუზოს ახალი მოგზაურობა
2.რობინზონ კრუზოს ცხოვრება და თავგადასავალი
3.მოლ ფლენდერი
დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზო“ 1719 წელს გამოქვეყნდა. რომანის სიუჟეტს საფუძვლად დაედო შოტლანდიელი მეზღვაურის რეალური ამბავი, თუმცა მთავარი პერსონაჟის თავგადასავალი რეალური ამბისგან ძირეულად განსხვავდება: თვითგადარჩენის ინსტიქტისა და უჩვეულო მოხერხებულობის წყალობით რობინზონ კრუზო უკაცრიელ კუნძულზე ისე მოაწყობს საცხოვრებელ პირობებს, რომ ბოლოს, მისი მიტოვება ენანება კიდეც. საბოლოოდ, კუნძულს სხვადასხვა ჯურის ადამიანებით დაასახლებს და მის გუბერნატორად გამოაცხადებს თავს. კუნძულის დატოვების შემდეგ კრუზო უამრავ ქვეყანას შემოივლის ინდოეთიდან დაწყებული და რუსეთით დამთავრებული, მრავალ განსაცდელს გადაიტანს და რომანის დასაწყისში ლამის უგულო ადამიანად გამოყვანილი პერსონაჟი მთელი ამ გზის გავლის შემდეგ ღვთისმოსავ და სხვების კეთილდღეობაზე მზრუნველ ადამიანად გარდაიქმნება. სინამდვილეში, ამ წიგნის უმთავრესი იდეა სწორედ რწმენისა და ჰუმანურობის ქადაგებაა და არა გულგრილობისა და უსიყვარულობისა, რასაც რობინზონ კრუზო რომანის პირველ გვერდებზე ამჟღავნებს.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა