შუშის სასახლე

15.90

ამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: უოლსი ჯანეტ
გვერდები: 387
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
ფორმატი: 14×21
გამოშვების წელი: 2018
თარგმანი: ნინო ბარძიმიშვილი
ილუსტრატორი: გაგა თურმანიშვილი
ხელმისაწვდომი: არის
Qty

„შუშის სასახლე“ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერთა სიაშია უკვე მერვე წელია. მემუარები 22 ენაზე ითარგმნა და უამრავი პრიზი მიიღო, მათ შორის, ამერიკის ბიბლიოთეკათა ასოციაციისგან. 2017 წელს კი ამ ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს ფილმი, რომელშიც თამაშობენ ვუდი ჰარელსონი, ნაომი უოტსი და ბრი ლარსონი.

ყველას წარმოგვიდგენია, როგორი უნდა იყოს იდეალური მშობელი: განათლებული, მზრუნველი, დამცველი და გულწრფელი სიყვარულის წყარო. ჯანეტ უოლსის მემუარებში – „შუშის სასახლე“ – კი ყველაფერი პირიქითაა. მამა ლოთია, რომელსაც მუდამ მევახშეები დასდევენ, რის გამოც ოჯახს ხშირად უწევს სახლიდან გაქცევა და ახალი საცხოვრებლის ძიება. დედა საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი, არშემდგარი მხატვარია, რომელიც პრინციპულად უარს ამბობს თავისი მოვალეობების შესრულებაზე და ბავშვების თავისუფლად გაშვებასა და უპატრონოდ დატოვებას შორის სხვაობას ვერ ხედავს. მშობლების ასეთი საქციელის შედეგად, შვილებს შიმშილის, ძალადობის, ჩაგვრისა და მუდმივი სტრესის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

„შუშის სასახლე“ არ არის ზღაპარი ბოროტი დედინაცვლის შესახებ, რომელსაც თავისი გერის სიკვდილი უნდა. აქ პერსონაჟები ნამდვილი ადამიანები არიან. მშობლები, რომლებმაც რეალობას თვალი ვერ გაუსწორეს და ბავშვებს ღირსეული ცხოვრება ვერ შეუქმნეს, და შვილები, რომლებმაც ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარეს, რათა ამ სამყაროში თავი დაემკვიდრებინათ.

ბავშვობის მოგონებები ყველაზე ტკბილია, ის რაც არასდროს გავიწყდება – (თუნდაც ცუდი მაინც კარგი მოსაგონარია) შენი მშობლები, ძმები თუ ის ადმიანები ვისთან ერთადაც ატარებდი დროს.

ჯანეტ უოლსი / Jeannette Walls (დაიბადა 1960 წელს) ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტია. მისი მთავარი ნაწარმოები „შუშის სასახლე“ 2005 წელს გამოიცა და New York Times ბესტსელერების სიას ხანგრძლივად იკავებდა.

წიგნის უკანა ყდაზე ვკითხულობთ:

„ჟურნალისტისა და მწერლის, ჯანეტ უოლსის ავტობიოგრაფია ნამდვილ, თუმცა დაუჯერებელ თავგადასავალს მოგვითხრობს. ავტორი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახის შესახებ გვიყვება, რომლის წევრებიც თითქოს წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობენ, თუმცა ყოველივე ისეთივე რეალურია, როგორც ცეცხლის სიმხურვალე ან ყინულის სუსხი.

უოლსების ოჯახის თავგადასავალი უდაბნოში იწყება, დათოვლილ მთებში გამოიწრთობა და ბეტონისა და მინის ჯუნგლში იყვავილებს. უკიდურეს სიღარიბეში, თუმცა წარმოუდგენელი თავისუფლების პირობებში გაზრდილი ოთხი და-ძმა გადარჩენისთვის იბრძვის, მატი პრობლემების მთავარი წყარო კი გამუდმებით მეოცნებე ლოთი მამა და დრამატულად უბედური ხელოვანი დედაა.

მაგრამ უოლსები არ ნებდებიან, არ ჩერდებიან, მოძრაობას განაგრძობენ, გზად კი შუშის სასახლის ნამსხვრევებს ტოვებენ.

„შუშის სასახლე“ „ნიუ იორკ ტაიმსის“ ბესტსელერთა სიას 260 კვირის განმავლობაში ლიდერობდა და არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. 2017 წელს გაქირავებაში მისი ეკრანიზაცია გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლებს ბრი ლარსონი, ნაომი უოტსი და ვუდი ჰარელსონი ასრულებენ.“

თხრობა უნებრივია და პირდაპირი. ავტორი თავდაპირველად ახერხებს და გითრევს მის ამბავში, სადაც ბავშვობის მოგონებები ბავშვური ფიქრებითა და შეგრძნებებითა გადმოცემული.

ბავშვობის ოცნება რომლის ახდენა გსუტდა დიდობაშიაც თითქოს ტკბილი და სასიამოვნოა. ბავშვური ოცნება ხომ ისეთი რამაა, რომელიც შეუძლებელიც კი არის ახდეს, რადგან ის ჯადოსნურია, რაღაც მისტიური და შეუძლებელი.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა