IMG_4580
IMG_4580
IMG_4561
 
 

შოთა ყავლაშვილი

80.00

გამომცემლობა: სეზანი
ყდა: რბილი
ენა: ქართული-ინგლისური
ილუსტრირებული: არის
გვერდების რაოდენობა: 216
სერია: ქართული ხუროთმოძღვრების დიდოდტატები
ISBN: 978-9941-0-8946-6
ხელმისაწვდომი: არის

Qty

წიგნი ეძღვნება შოთა ყავლაშვილის 90 წლისთავს

წიგნი-ალბომი „შოთა ყავლაშვილი“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და არქიტექტორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, გიორგი ჯანბერიძის ავტორობით გამოიცა. მასში სრულადაა წარმოდგენილი ქართული არქიტექტურის დიდოსტატის შემოქმედება, რომელიც იმდენად მრავალფეროვანია, რომ ფაქტობრივად, წიგნი XX საუკუნის თბილისის ხუროთმოძღვრების ისტორიასაც ასახავს. გარდა ღირსშესანიშნავი არქიტექტურული პროექტების ავტორობისა, ყავლაშვილი მრავალი წლის მანძილზე იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი და ქალაქის განვითარების, ქალაქთმშენებლური დაგეგმარების პროექტების მთავარი თანამონაწილე.

გიორგი ჯანბერიძის წიგნი-ალბომი “შოთა ყავლაშვილი” მრავალმხრივ საინტერესოა, ყურადღებას იპყრობს დახვეწილი დიზაინით და მაღალპოლიგრაფიული ხარისხით, მდიდრულად არის ილუსტრირებული და ხელოვნების მოყვარულთათვის, პროფესიონალებისა და ახალგაზრდა არქიტექტორებისათვის მეტად საინტერესო მასალას გვთავაზობს.

შოთა ყაველაშვილმა დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1948 წელს.

1950 წლიდან “თბილაქალქპროექტის” არქიტექტურული სახელოსნო, არქიტექტორი; 1960 წლიდან თბილისის არქიტექტორი; 1960 წლიდან თბილისის მე-4 არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1967 წლიდან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სამშენებლო-არქიტექტურული საბჭოს წევრი; 1968-1970წწ. თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოს მთავარი არქიტექტორი; 1970 წლიდან თბილისის მთავარი არქიტექტორი და მთავარ არქიტექტურულ-საგეგმო სამმართველოს უფროსი; 1972-1974წწ. საქართველოს სსრ სავაჭრო პალატის პრეზიდიუმის წევრი და პალატის მხატვარი; 1972-1983წწ. საერთაშორისო გამოფენების, საქართველოს დამოუკიდებელი გამოფენების მთავარი მხატვარი. მისი ხელმძღვანელობით მომზადებული გამოფენები წარმატებით იმართებოდა პარიზში, დასავლეთ ბერლინსა და ტოკიოში; 1982 წლიდან საქართველოს სსრ “სახმშენის” თავმჯდომარის მოადგილე. ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას. იგი არის ასზე მეტი არქიტექტურული ნამუშევრის ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია: შოთა რუსთაველის დრამატული თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქცია (1950), ყოფილი კარლ მარქსის ხიდის რეკონსტრუქცია (1950), საბავშვო ბაგა-ბაღი ვ. ბარნოვის ქუჩაზე (1953, მელქაძესთან ერთად), ქორწინების სახლი (1965), ავტოსადგური ორთაჭალაში (1964), ადმინისტრაციული სახლი მეტრო “ისანთან” (1972), თბილიის სპორტული აუზის კომპლექსი (1979) და სხვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1987 – სსრკ სახელმწიფო პრემია
1985 – თბილისის საპატიო მოქალაქე
1981 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
ქალაქ თბილისის ბარათაშვილის ქუჩის ისტორიული განაშენიანების, რეკონსტრუქცია-რეგენერაციის და კოლმეურნეობის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის არქიტექტურისათვის
1972 – საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

როგორ შევიძინო წიგნი?

შეკვეთა

კატეგორიები: ,