1-1-5
1-1
1-1
Sherlock 2 final 12102017 lado-11
Sherlock 2 final 12102017 lado-12
Sherlock 2 final 12102017 lado-13
Sherlock 2 final 12102017 lado-14
Untitled
Untitled
Untitled
UntitledSDFGH
Untitled
1-1
 
 

შერლოკ ჰოლმსი _ II ტომი

99.00

ავტორი: ართურ კონან დოილი
გამომცემლობა: ნოტა ბენე
რედაქტორები: ქეთი ნიკოლეიშვილი, ეკა ბუჯიაშვილი

წელი: 2017
ყდა: მაგარი, ტყავის
კიდეები: მოოქროვილი
ფურცლის ხარისხი: აივორი

ილუსტრირებული: არის
ილუსტრატორი: სიდნი პეჯეტი, რიჩარდ ბუდშმიდტი, ართურ თუიდლი 

გვერდების რაოდენობა: 805
ფორმატი: 19X25

ენა: ქართული
წონა: 1.800 კგ
ISBN: 978-9941-0-9442-0 (ტომეული)
ხელმისაწვდომი: არის

Qty

Related imageგამომცემლობა ნოტა ბენე წარმოგიდგენთ შერლოკ ჰოლმსის ლიმიტირებულ , პირველ  შევსებულ გამოცემას, რომელშიც შესულია ის ისტორიები, რომლებიც ქართულ ენაზე პირელად ითარგმნა. კრებული გაფორმებულია ცნობილი ილუსტრატორების სიდნი პეჯეტის,  რიჩარდ ბუდშმიდტის და სხვა ცნობილი ილუსტრატორებს მიერ.

კონან დოილმა შექმნა მოთხრობების მთელი სერია ცნობილი დეტექტივის შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლების შესახებ. ეს ნაწარმოები ითვლება დეტექტიური ჟანრის კლასიკად. უმრავლეს შემთხვევაში, ნაწარმოებებში თხრობა მიმდინარეობს შერლოკის მუდმივი თანამგზავრის — ექიმი უოტსონისპირით. უოტსონი აღწერს ჰოლმსის გამოძიებებს, ცნობილი „დედუქციური მეთოდის“ გამოყენებით, თუმცა გამოძიების ბოლომდე მას არ ესმის თუ როგორ ხსნის შერლოკი  ბოროტმოქმედებას.

ეს არის გასაოცარი საჩუქარი დეტექტივების ჭეშმარიტი დამფასებლებისათვის, ყველასაგან გამორჩეული და განსხვავებული გამოცემა, ჯადოსნური ილუსტრაციები კი აცოცხლებენ ამ ჩახლართულ და საინტერესო ამბებს, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ეს არის ისტორია, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს მკითხველზე და ცვლის ადამიანთა ცხოვრებას.

Image result for sherlock illustration2011 წლის კვლევებით ყოველ მეხუთე ბრიტანელს სჯერა რომ ჰოლმსი რეალური ადამიანი იყო. ნაწარმოები მწერლის სიცოცხლეშივე დიდი წარმატებით გადაიტანეს თეატრსა და კინოში. ეკრანიზაციების რაოდენობით ჰოლმსის ისტორიაზე ამ მომენტისათვის ყველაზე ბევრი ფილმია გადაღებული და შესულია გინესის რეკორდების წიგნში.

2007 წელს ახალი ზელანდიის ზარაფხანამ, გამოსცა ოთხი ვერცხლის მონეტა ჰოლმსის წიგნის გამოსვლის საიუბილეო დღესთან დაკავშირებით.

ჰოლმსი ნამდვილი კლასიკაა დეტქტიურ ჟანრში და წიგნის დიზაინიც ამის ნათელი მაგალითია.     ჩასმულია  შავი ტყავის გარეკანში, გრავირებული ზედაპირით და მოოქროვილი კიდეებით. საქმეები  დაბეჭდილია აივორის ფურცლებზე, რომელიც ყველაზე მაღალი ხარისხის სპილოსძვლისფერი საკითხავი ფურცელია. ყოველ გვერდს თან ერთვის ულამაზესი ილუსტრაციები,  გაფორმებულია სხვადასხვა ორნამენტებითა და  დეტალებით, რომელიც დაკავშირებულია ამ ნაწარმოებათნ.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა