1
5
Untitled1111
123456
Untitled123456
Untitledbababa
Untitledhhhhh
Untitledlalalala
Untitledqwertyujiop
3
7
cover_1 tomi (7)
 
 

შერლოკ ჰოლმსი – I ტომი

99.00

ავტორი: ართურ კონან დოილი
გამომცემლობა: ნოტა ბენე

წელი: 2017
ყდა: მაგარი, ტყავის
კიდეები: მოოქროვილი
ფურცლის ხარისხი: აივორი

ილუსტრირებული: არის
ილუსტრატორი: სიდნი პეჯეტი, რიჩარდ ბუდშმიდტი

გვერდების რაოდენობა: 910
მთარგმნელი: ელგუჯა მაღრაძე, პაატა ჩხეიძე, ქეთი გრძელიძე.
რედაქტორები: ქეთი ნიკოლეიშვილი, ეკა ბუჯიაშვილი
ენა: ქართული
წონა: 1.800 კგ
ISBN: 978-9941-0-9442-0 (ტომეული)
ISBN: 978-9941-0-9443-9 (I ტომი)
ხელმისაწვდომი: არის

Qty

გამომცემლობა ნოტა ბენე წარმოგიდგენთ შერლოკ ჰოლმსის ლიმიტირებულ , პირველ  შევსებულ გამოცემას, რომლის შეძენის შესაძლებლობა მხოლოდ ტელექსის მომხმარებელს ექნება.   კრებული გაფორმებულია ცნობილი ილუსტრატორების სიდნი პეჯეტის და რიჩარდ ბუდშმიდტის მიერ.

“განსხვავებული, გასაოცარი და ყველაზე ორიგინალური გამოცემა” – ასე აფასებენ კრიტიკოსები ნაწარმოების ახალ გამოცემას.

კონან დოილმა შექმნა მოთხრობების მთელი სერია ცნობილი დეტექტივის შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლების შესახებ. ეს ნაწარმოები ითვლება დეტექტიური ჟანრის კლასიკად. უმრავლეს შემთხვევაში, ნაწარმოებებში თხრობა მიმდინარეობს შერლოკის მუდმივი თანამგზავრის — ექიმი უოტსონის პირით. უოტსონი აღწერს ჰოლმსის გამოძიებებს, ცნობილი „დედუქციური მეთოდის“ გამოყენებით, თუმცა გამოძიების ბოლომდე მას არ ესმის თუ როგორ ხსნის შერლოკი  ბოროტმოქმედებას.

ეს არის გასაოცარი საჩუქარი დეტექტივების ჭეშმარიტი დამფასებლებისათვის, ყველასაგან გამორჩეული და განსხვავებული გამოცემა, ჯადოსნური ილუსტრაციები კი აცოცხლებენ ამ ჩახლართულ და საინტერესო ამბებს, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ეს არის ისტორია, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს მკითხველზე და ცვლის ადამიანთა ცხოვრებას.

2011 წლის კვლევებით ყოველ მეხუთე ბრიტანელს სჯერა რომ ჰოლმსი რეალური ადამიანი იყო. ნაწარმოები მწერლის სიცოცხლეშივე დიდი წარმატებით გადაიტანეს თეატრსა და კინოში. ეკრანიზაციების რაოდენობით ჰოლმსის ისტორიაზე ამ მომენტისათვის ყველაზე ბევრი ფილმია გადაღებული და შესულია გინესის რეკორდების წიგნში.

2007 წელს ახალი ზელანდიის ზარაფხანამ, გამოსცა ოთხი ვერცხლის მონეტა ჰოლმსის წიგნის გამოსვლის საიუბილეო დღესთან დაკავშირებით. 

მსოფლიოში შერლოკ ჰოლმსის რამდენიმე მუზეუმი და ძეგლი არსებობს, ამასთან, ლონდონის მუზეუმი ბეიქერ სთრითზე (baker st., 221B), მსოფლიოში პირველი მუზეუმია, რომელიც გამოგონილ პერსონაჟს მიეძღვნა.

ჰოლმსი ნამდვილი კლასიკაა დეტქტიურ ჟანრში და წიგნის დიზაინიც ამის ნათელი მაგალითია.     ჩასმულია  შავი ტყავის გარეკანში, გრავირებული ზედაპირით და მოოქროვილი კიდეებით. საქმეები  დაბეჭდილია აივორის ფურცლებზე, რომელიც ყველაზე მაღალი ხარისხის სპილოსძვლისფერი საკითხავი ფურცელია. ყოველ გვერდს თან ერთვის ულამაზესი ილუსტრაციები,  გაფორმებულია სხვადასხვა ორნამენტებითა და  დეტალებით, რომელიც დაკავშირებულია ამ ნაწარმოებათნ.  

  •  შერლოკ ჰოლმსის ამ გამოცემას, ახლავს  აკა მორჩილაძის ძალიან საინტერესო რეცენზია
  • თითოეულ მოთხრობას თან ერთვის ულამაზესი ილუსტრაციები და პერსონაჟების ცნობილი ფრაზები

I ტომში შესულია: ალისფერი კვალი, ოთხთა ნიშანი, ბოჰემიაში მომხდარი აურზაური, ჟღალთმიანთა კავშირი, მაცდური, ბასკომბის ველის საიდუმლოება, ფორთოხლის ხუთი კურკა, დამანჭულტუჩიანი კაცის თავგადასავალი, ცისფერი კუნძული, ჭრელი ლენტი, ინჟინერის თითი, უცოლო დიდგვაროვანი, ბერილის გვირგვინი, სპილენძის წიფლები, ვერცხლოვანი ნიშა, მუყაოს კოლოფი, ყვითელი სახე, კლერკის თავგადასავალი, გლორია სკოტი, მესგრევითა საგვარეულო წესი, რეიგეიტელი სკვაირები, ბეჭმრუდი, მუდმივი პაციენტი, ბერძენი მთარგმნელი, საზღვაო ხელშეკრულება, ჰოლმსის უკანასკნელი საქმე და ბასკერვილების ძაღლი.

კომენტარები

  1. :

    ძალიან საინტერესოა

  2. :

    agviyvanet telexshiiiiiiiiiiiiiiii

Add a review