9789941951503
28877709_1775194525866113_6050669550586822656_n
 
 

ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია

40.00

გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ავტორი: ჯუანშერ ვათეიშვილი
წელი: 2017
ყდა: მაგარი, დამცავი სუპერ შემოსაკრავი
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 637
ილუსტრირებული: არის
IDBN: 97899419515
ხელმისაწვდომი: არ არის

Qty

ნაშრომში გადმოცემულია ქართული ნაბეჭდი წიგნის ისტორიის ძირითადი ეპიზოდები, 1629 წელს რომში პირველნაბეჭდი ქართული წიგნების გამოქვეყნებიდან XIX საუკუნის 20-იანი წლების დამდეგამდე. ევროპის ზოგიერთი ქვეყნის არქივში ბოლო დროს გამოვლენილმა სათანადო ფაქტობრივმა მასალამ შესაძლებელი გახადა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის არამხოლოდ ახალი მონაცემებით შევსება, არამედ მისი დაზუსტებული სახით წარმოჩენა.
წიგნში შესულია:
პირველნაბეჭდი ქართული წიგნების გამოქვეყნება რომში (1628-1629)
ქართულ იტალიური ლექსიკონის დედნისეული ხელნაწერი (1629 წლი)ორიგნინალი ნიმუში
ქართული წიგნის ბეჭდვის დასაწყისი რუსეთში და პირველი სტამბის დაარსება საქართველოში
ქართული შრიფტის ჩამოსხმა სტოქჰოლმში
თბილისში პირველი სტამბის დაარსება და მისი გამოცემები
პირველნაბეჭდი ქართული ბიბლია და XVIII საუკუნის იტალიური წყარო და მის შესახებ (1743-1780)
პირველნაბეჭდი ქართული ბიბლია
ბიბლიის ქართული თარგმანის პირველი გამოცემა
ქართული წიგნის ბეჭდვის განახლება ქართლ-კახეთის სამეფოებში და 1975 წელს დარბეული თბილისის სტამბის აღდგენის მცდელობები საქათველოში რუსული მმართველობის დამკვიდრების შემდებ
ქართული წიგნის ისტორიის პერიოდიზაცია
პირთა საძიებელი.

ჯუანშერ ვათეიშვილი
1990 წელს მას საქრთველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა მონოგრაფიისათვის პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები.
1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში(პრეზიდენტის თანაშემწედ, განყოფილების გამგედ). 1960-1962 წლებში-ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლიგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში(1962-1964 წლებში იყო სწავლული მდივანი). 1985 წლიდან მოსკოვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი მუზეუმის დირექტორი, 1988 წლიდან-გერმანიის სამეცნიერო საზოგადოების “გიორესგეზელშაფტის”(ქ. კიოლნი) ნამდვილი წევრი. 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა მოსკოვში თავისავე დაფუძნებულ  ალექსანდრე და პეტრე ბაგრატიონების სახელობის საერთაშორისო ფონდს, 1996 წლიდან კი ამსტერდამში ნიკოლაას ვიტსენისა და ალექსანდრე ბაგრატიონის სახელობის ქართულ სამეცნიერო-კულტურულ ცენტრ “გეორგიკას”. ჯუანშერ ვათეიშვილის სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს საქართველოს ურთიერთობათა ისტორიას რუსეთთან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან. 1977-1982-1990 წლებში, როგორც იუნესკოს სტიპენდიანტმა, ხუთი ქვეყნის(საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, შვედეთი) არქივებში მოიძია ვრცელი დოკუმენტური მასალა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან საქართველოს ისტორიული ურთიერთობის შესახებ.
მას ეკუთვნის 150-ზე მეტი გამოქვეყნებული წიგნი.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: ,