Georgian-Jewelry_Cover_Web
Georgian-Jewelry-328-329
Georgian-Jewelry-330-331
 
 

ქართული სამკაული

59.90

გამომცემლობა: ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობა
ენა: ენა ქართული
ზომა: 22.8X29.7 სმ.
გვერდების რაოდენობა: 376
შიგთავსი: ფერადი
ყდა: მაგარი, სუპერით
ხელმისაწვდომი: არ არის

Qty

ძველი ქართული სამკაული გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სამკაული და ნაწილია იმ ერთიანი სისტემისა, რომელსაც ქართული კულტურა წარმოადგენს. წიგნში პირველად სრულადაა განხილული ძველი ქართული სამკაულის განვითარების გზა ძველი ქვის ხანიდან ქრისტიანობის შემოსვლამდე – ახ. წ. IV საუკუნემდე და წარმოდგენილია მისი ისტორიული და რელიგიური ფონი. იგი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.

სქელტანიანი ალბომი, რომელიც გია ქარჩხაძის გამომცემლობამ გამოსცა და რომელსაც “ძველი ქართული სამკაული” ჰქვია, აერთიანებს საქართველოში სხვადასხვა დროსგათხრების შედეგად აღმოჩენილ ოქრომჭედლობის ნიმუშებს, რომელთა უმეტესობაც ადგილობრივი ნაწარმია და რომლებიც თარიღდება ძველი ქვის ხანიდან მოყოლებული, ვიდრე ახალი წელთ აღრიცხვით პირველი-მეოთხე საუკუნეებით.

თუკი სულ რამდენიმე სიტყვით შევჩერდებით, ზოგადად, სამკაულის ისტორიაზე, დღეს ჩვენამდე მოღწეულ უძველეს სამკაულად მიჩნეულია სამხრეთ აფრიკაში, ბლომბოსის გამოქვაბულში აღმოჩენილი ნიჟარის მძივები, რომლებიც, დაახლოებით, 100 000 წლით თარიღდება. რამ განაპირობა სამკაულის შექმნა, ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია. მეცნიერთა აზრით, სამკაულებს შესაძლოა ქმნიდნენ მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნებისთვის ან, მაგალითად, ბოროტი ძალების განსადევნად. ამ ისტორიის ნაწილია ის სამკაულიც, რომელიც საქართველოში გათხრების შედეგად აღმოჩნდა და რომელიც ალბომში მოექცა. ერთ-ერთი პირველი ექსპონატი კი, რომლის თაობაზეც ალბომის ავტორი, ანტიკური კულტურის მკვლევარი ნინო ლორთქიფანიძე ჰყვება, იმერეთში, ძუძუანას მღვიმეში, აღმოჩენილი, ძველი ქვის ხანით დათარიღებული ძვლის ფირფიტის საკიდია.

ნაზავი მეცნიერებისა და ესთეტიკის. ანუ ეს წიგნი ზოგი ადამიანისათვის არის ალბომი, რომელსაც ათვალიერებ, და ზოგისთვის არის მეცნიერულად ტევადი ტექსტი, რომელსაც შეიმეცნებს. და ეს ძალიან დიდ წონას სძენს გამოცემას არა მხოლოდ იმით, რომ მას პუბლიკას უმრავლებს, არამედ თავისთავად გამოცემის მუხტი და მნიშვნელობა იზრდება

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: ,