67680901_2444829205606958_8496665842409275392_n
67744507_2322425554501801_1612508568924192768_n
67805011_2322425764501780_2682168915567575040_n
67811536_2322426071168416_3184253719206166528_n
67875328_2322426781168345_6035117044511277056_n
68463601_2322426924501664_7851185167522594816_n
68540869_2322426257835064_2428223360669319168_n
68633253_2322426671168356_7742944969391865856_n
68805481_2322426484501708_3698364757691072512_n
 
 

ქართული გემოს მემკვიდრეობა

გამომცემლობა:
გამოცემის წელი: 2019
ყდა: მაგარი
ენა: ქართული-ინგლისური
ილუსტრირებული: არის
გვერდების რაოდენობა: 655
ISBN:
ხელმისაწვდომი: არის

ორწლიანი კვლევის შედეგად კულინარმა წყვილმა ქართული ტრადიციული კულინარიული რეცეპტების კრებული „ქართული გემოს მემკვიდრეობა“ გამოსცა. წიგნი 155 თანამედროვე და ძველ, უკვე მივიწყებული კერძების მომზადების წესს აერთიანებს და ის ქართულ-ინგლისურ ენებზეა. პროექტის ფარგლებში არჩილ ზამბახიძემ და ქეთევან პაპავამ იმოგზაურეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ადგილობრივ უხუცეს ადამიანებთან ეძებდნენ ავთენტურ, ქართულ რეცეპტებს. თუ რას მოიცავდა და როგორ ვითარდებოდა ქართული გასტრონომია საუკუნეების განმავლობაში; გაიცნობთ ისეთი უცნაური დასახელების კერძებს, როგორებიცაა ყათმაყაიღამა, ადირგანირშა, მძაღე, აცხამგალი, ყურუთი, კოტრანა, ხირხიტო, ამაჟვა, ძრძ და სხვა.

თუ გაინტერესებთ რას მოიცავდა და როგორ ვითარდებოდა ქართული გასტრონომია საუკუნეების განმავლობაში;
თუ გინდათ, გაიცნოთ ისეთი უცნაური დასახელების კერძები, როგორებიცაა მაგ.: ყათმაყაიღამა, ადირგანირშა, მძაღე, აცხამგალი, ყურუთი, კოტრანა, ხირხიტო, ამაჟვა, ძრძ და სხვა;
თუ გსურთ, ჩვენი კულინარიული კულტურა თქვენს უცხოელ მეგობრებსაც გააცნოთ ან უბრალოდ, თქვენს თავს ან სხვას ძვირფასი საჩუქარი გაუკეთოთ, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა

ქეთო პაპავა და აჩო ზამბახიძე ბევრისთვის უკვე ნაცნობი სახელ-გვარებია, თუნდაც, მხოლოდ იმით, რომ მეგრულ აჯიკას, დღეს, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, ან კულინარიული ბლოგით, 2014 წელს რომ დაიწყეს.
ქეთომ და აჩომ საქართველოს გარშემო იმოგზაურეს, ძველი, ტრადიციული რეცეპტები ოჯახ-ოჯახ შეაგროვეს და გააერთიანეს – ეს არ არის წიგნი მხოლოდ კულინარიის და მით უმეტეს, მოგზაურობის შესახებ. ეს კულინარიით მოგზაურობაა, რომელიც 3 წელი გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, მოგზაურობა ორმა დაიწყო და პროექტი, სამმა დაასრულა – ამბობენ, რომ ახლა ორი შვილი ჰყავთ – ლიზიკო და „ქართული გემოს მემკვიდრეობა“.

აჩო: გვინდა, „ქართული გემოს მემკვიდრეობა“ იყოს ერთ-ერთი კლასიკური დამხმარე ინსტრუმენტი, რომ უცხოელებმა ქართული კულინარიის შესახებ გაიგონ. დარწმუნებული ვარ, მათთვის, ეს წიგნი ნამდვილად აღმოჩენა იქნება – დღეს, მთელს მსოფლიოში კულინარიის ბუმია, ამ კუთხით გამორჩეული დიდი ქვეყნების შესახებ ყველამ იცის, ახლა უფრო პატარა ქვეყნების კულინარიას სწავლობენ. გვგონია, რომ ძალიან დროულია ჩვენი წიგნის გამოცემა. თავისთავად ცხადია, ეს იქნება კულინარიით ქვეყნის აღმოჩენა, საქართველოს, როგორც ქვეყნის გაცნობა, მისი ტურისტული პოტენციალის ათვისება და ა.შ.

თუმცა, ეს პროექტის ერთადერთი მიზანი არ ყოფილა.

„რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ ქართული კულინარია არ ვიცოდით, დიდად არც საქართველოში ვმოგზაურობდით. ერთ დღესაც ვთქვით, მოდი, ეს ორი იდეა გავაერთიანოთ – ზაფხულში საქართველოს გარშემო ვიმოგზაუროთ და ვნახოთ, ვინ რას აკეთებს“.

შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ამ იდეას შეეძლო, გაცილებით მასშტაბური, პრაქტიკული და პროდუქტიული ყოფილიყო – გადაწყვიტეს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასულიყვნენ და ადგილზე ჩაეწერათ ძველი, ხალხში ჯერ კიდევ ცოცხალი რეცეპტები – „ის, რაც მათთვის ყოველდღიურობა და ჩვეულებრივია, რასაც მთელი ცხოვრებაა აკეთებენ, ჩვენთვის – უნიკალური მემკვიდრეობაა, რომელიც, სამწუხაროდ, წლების შემდეგ, მათთან ერთად დაიკარგებოდა“.

 

შეკვეთის ფორმა

შეავსე