ეს ჯადოსნური ყუთი, რომელიც ჯადოსნურივე სიტყვებით არის სავსე, შექმნილია შენთვის და შენი თანატოლებისთვის – მათთვის, ვისაც ქართული ანბანისა და წერა-კითხვის შესწავლა სურს. ყუთში დევს: ილუსტრირებული, საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების წიგნი; ილუსტრირებული “თავსატეხების რვეული”; ილუსტრირებული რვეული “ვისწავლოთ წერა”; პოსტერი – ქართული ანბანი და სტიკერები.