ქალი ხავერდის ყელსაბამით

13.90

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: დიუმა ალექსანდრე
გვერდები: 267
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2017
თარგმანი: ეკატერინე სუმბათაშვილი
ფორმატი: 14×20
სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა
ISBN: 9789941474002
Qty

ალექსანდრე დიუმამ (უფროსი) „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ 1850 წელს დაწერა და მიუძღვნა თავის მეგობარს, მწერალ შარლ ნოდიეს, რომელიც 1844 წელს გარდაიცვალა.

მთარგმნელი: ეკატერინე სუბათაშვილი
რედაქტორი: ხათუნა ნონიაშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა, როდესაც შეუსვენებლად „მუშაობს“ გილიოტინა, „თავისუფლებისა და წესრიგის“ ათასობით დამცველის თვალი დაუღალავად ეძებს ახალი რეჟიმის მტრებს. თუმცა პარიზი მაინც ისე იზიდავს ყველას, როგორც სინათლე ფარვანას.
გამონაკლისი არც გერმანელი სტუდენტი ჰოფმანია. მეოცნებე ხელოვანს მთელი სამყარო ერთ დიდ თეატრად წარმოუდგენია, რომლის მთავარი სცენა სწორედ პარიზია. ზუსტად ამ ქალაქში მას დაუჯერებელი თავგადასავალი ელის. იგი ხან რეალურ, ხანაც ირეალურ სამყაროში აღმოჩნდება, მის გარშემო განვითარებული მოვლენები კი ხშირად ფანტასტიკურ ელფერს იძენს.
ნამდვილად არსებობს თუ ჰოფმანის წარმოსახვის ნაყოფია ხავერდისყელსაბამიანი ქალი? სინამდვილეში ვინ არის იდუმალი ჩია კაცი? რა ხდება გილიოტინასთან შუაღამის პარიზში? − ეს არის შეკითხვები, რომლებიც მუდამ ტრიალებს მკითხველის გონებაში. კითხვისას ნაწარმოებიც ზუსტად ისევე ჩაგითრევთ, როგორც ჰოფმანი ჩაითრია რაღაც ზებუნებრივმა მოვლენამ იმ ირეალურ სამყაროში, საიდანაც თავის დაღწევა თან უნდა და თან – არა.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა