shop_product_image_224229
file_096983042
 
Sale!
 

ფეხბურთელების ცხოვრება

70.00 34.00

გამომცემლობა: არტანუჯი
წელი:
 2013-2015
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
ილუსტრირებული: არის
ISBN: 9789941445262
ხელმისაწვდომი: არ არის

Qty
ანდრეს ინიესტა – “შემოქმედი
ეს არ არის ტრადიციული ავტობიოგრაფია. ინიესტამ განსხვავებული მიდგომა აირჩია: მას სურდა, წიგნშიც ისეთი როლი ჰქონოდა, როგორც მოედანზე – ბურთი აეღო და პასების ჩამორიგებას შედგომოდა.
 ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი ბევრ რამეზე ჰყვება ამ წიგნში – თავის ოჯახზე, მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ურთიერთობასა და იმ გზაზე, რომელიც ლა მანჩაში ბეტონის სტადიონიდან „კამპ ნოუმდე“ გაიარა. იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ბიოგრაფიაში დაეტიოს უდიდესი საკლუბო/სანაკრებო ტრიუმფები და მძიმე ტრავმები, მწვერვალზე ყოფნის პასუხისმგებლობა და გადამწყვეტ წამს გადამწყვეტ ადგილას მოხვედრის ალღო.
 ამასთან ერთად, თანაავტორების დახმარებით, ინიესტამ გადაწყვიტა, რომ მასზე მწვრთნელებს, ფეხბურთელებს და ოჯახის წევრებსაც ესაუბრათ და „ბარსას“ კაპიტანი სხვადასხვა გარემოში, მისი ცხოვრებისა და სპორტული კარიერის სხვადასხვა პერიოდში წარმოეჩინათ.
 ეს ამბავია ანდრეს ინიესტას შესახებ, ამბავი, რომელსაც GOOGLE-ში ვერ ნახავთ.
თარგმნა: ივანე ჩხიკვაძემ
ყდა: რბილიზლატან იბრაჰიმოვიჩი – მე – ზლატან  იბრაჰიმოვიჩი
იშვიათია ფეხბურთელი, რომელსაც კარიერის მანძილზე ამსტერდამის „აიაქსში“, მილანის „ინტერსა“ და „მილანში“, ტურინის „იუვენტუსში“, „ბარსელონასა“ და „პსჟ-ში“ ეთამაშოს. კიდევ უფრო იშვიათია ფეხბურთელი, რომელსაც ფაბიო კაპელოს, ჟოზე მოურინიოს, პეპ გვარდიოლას, რობერტო მანჩინის, რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით ეასპარეზოს. ეს გამორჩეულთა ხვედრია და ასეთი ზლატან იბრაჰიმოვიჩია. არაორდინარული, მეომარი ფეხბურთელი, რომელმაც უსწრაფესად განვლო გზა ხულიგანი ბიჭიდან მსოფლიოს ვარსკვლავობამდე.
„მე – ზლატან იბრაჰიმოვიჩი“ ერთი ამოსუნთქვით იკითხება და მას ფეხბურთის გულშემატკივრები აუცილებლად უნდა გაეცნონ. ზლატანის ავტობიოგრაფიული წიგნი უნდა წაიკითხონ მომავალმა ფეხბურთელებმაც, რომ ბოლომდე გაითავისონ ის ურთულესი გზა, რაც მსოფლიო დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბებამდე უნდა გაიარო.
ამ წიგნში ზლატანი ბევრ რამეზე მოგვითხრობს – ოჯახზე, სტადიონზე თუ სტადიონს მიღმა გადატანილ ბრძოლებზე, გატანილ გოლებსა და საფეხბურთო კონფლიქტებზე. იხსენებს დაპირისპირებას პეპ გვარდიოლასთან, ვან გაალთან, და იმასაც, თუ როგორ აუხდა ბავშვობის ოცნება.
ყდა: მაგარილუის სუარესი -„ზღვარს მიღმა“ (ჩემი ამბავი)
წიგნში „ზღვარს მიღმა“ ლუის სუარესი გულწრფელად საუბრობს მისი დამაინტრიგებელი კარიერის, ყოვლად გამოუსადეგარი ქუჩის ბიჭობიდან დიდ სცენაზე მოთამაშე ფეხბურთელად ჩამოყალიბებისა და იმ შეგრძნების შესახებ, რაც თითქოს აიძულებს, რომ ნიშნულს გადააბიჯოს.
ლუის სუარესი უკვე ფეხბურთზე შეყვარებული პატარა ბიჭი იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში გადავიდა. ქუჩის ბიჭის ეშმაკობამ და ხრიკებმა ქვეყნის უდიდეს კლუბ “ნასიონალთან” დააკავშირა, მერე კი ჰოლანდიელმა სკაუტებმა შენიშნეს და ევროპისკენ გაუკვალეს გზა.
“აიაქსიდან” სუარესი მერსისაიდში გაიტყუეს კენი დალგლიშის სიმბოლური 7 ნომრით. ამ მომენტიდან მოყოლებული, იგი ატერორებდა პრემიერლიგის მცველებს, წინ მიუძღვოდა გამოცოცხლებულ “ლივერპულს”, 24 წლის განმავლობაში, მათი ყველაზე ამაღელვებელი სეზონისაკენ.
მაგრამ ლუის სუარესს კიდევ ერთი მხარე აქვს: ბუნებრივად ცეცხლოვანი ტემპერამენტი, რაც მისი წარმმართველი იყო მოედანზე. საჯარო ინციდენტები ჰქონდა “მანჩესტერ იუნაიტედელ” პატრის ევრასთან დაპირისპირებისა და “ჩელსის” მცველ ბრანისლავ ივანოვიჩის კბენის გამო.
ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატის დროს, იტალიის წინააღმდეგ თამაშისას, მან მცველ ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა. რამდენიმეთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, პრესის მხრიდან დაცინვის ობიექტი გახდა და იძულებით გაუშვეს ქვეყნიდან.
ზაფხულში ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა და “ლივერპულიდან” “ბარსელონაში” გადავიდა.
წიგნში “ზღვარს მიღმა” ლუის სუარესი გულწრფელად საუბრობს მისი დამაინტრიგებელი კარიერის, ყოვლად გამოუსადეგარი ქუჩის ბიჭობიდან დიდ სცენაზე მოთამაშე ფეხბურთელად ჩამოყალიბებისა და იმ შეგრძნების შესახებ, რაც თითქოს აიძულებს, რომ ზღვარს გადააბიჯოს.
მთარგმნელი: სოფიო ჯობავა
ყდა: მაგარი, სუპერ შემოსაკრავი

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა