Colorful-Earth-ge-1
74666241_2413711405624282_999458552139481088_n
 
 

ფერადი დედამიწა

44.95

გამომცემლობა: შემეცნება
ენა: ქართული
ყდა: მაგარი
მხატვარი: ნანა მელქაძე

დიზაინი: მანანა მაჭავარიანი
ფორმატი : 287 x 287
გვერდების რაოდენობა: 20
ISBN: 9632589823
ხელმისაწვდიმი:  არია

Qty

ზღაპრის მიზანია გააცნოს ბავშვებს განსხვავებული საარსებო გარემოს არსებობა დედამიწაზე, სხვადასხვა ცხოველის გარემოზე დამოკიდებულება, მათი განსხვავებული საბინადრო, გარემოს ფერე­ბის (თეთრი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი, ცისფერი, წითელი, ნარინჯისფერი, იისფერი) აღქმა.შემეცნებითი ზღაპრის შინაარსი მოიცავს ინტერაქტიულ პასაჟებს. ბავშვი წაკითხულს აანალიზებს და დასმულ კითხვებს წერილობით ან ვერბალურად პასუხობს.

სასაჩუქრე წიგნი პაზლებით – „ფერადი დედამიწა“
წიგნი დაბეჭდილია მუყაოს ფურცლებზე და აკინძულია ორიგინალურად, შეკრულია ბაფთით. მასწავლებელს (ან მშობელს) შეუძლია გახსნას ბაფთა და წიგნის თითოეული გვერდი გამოიყენოს თვალსაჩინო ბარათად. თითოეული ბარათი კონკრეტულ საარსებო გარემოს ასახავს და მასზე გარემოს შესაბამისი ფერი დომინირებს.
წიგნის ყოველი მომდევნო გვერდი ერთი სანტიმეტრით სჭარბობს მის წინამდებარეს და ქმნის გარემოს ფერების ვიზუალურ ეფექტს ბავშვებისთვის.
ზღაპრის ტექსტი მარტივი და სახალისო საკითხავია და გაფორმებულია ეფექტური ილუსტრაციებით.
მოქმედი პერსონაჟების – ცხოველების დიალოგებით ბავშვი ეცნობა სხვადასხვა საარსებო გარემოს დედამიწაზე, ცხოველთა განსხვავებულ საბინადროს და მათ დამოკიდებულებას გარემოზე.
წიგნს თან ახლავს პაზლები. პაზლების მეშვეობით ბავშვი ხალისით თამაშობს და წაკითხული ზღაპრის შინაარსის გაანალიზებას ახდენს – თითოეული ცხოველის პაზლს თავის შესაბამის გარემოს
ამსახველ პაზლთან აერთებს. წიგნიც და პაზლებიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
პროექტი გამოცემულია ქართულ და ინგლისურ ენაზე. იგი საუკეთესო საჩუქარია პატარა მკითხველისათვის.