1530091507
shop_product_image_136154
23_CvbsOzD-crop-c0-5__0-5-304x405-100
shop_product_image_143465
 
 

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

55.60

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
გამოცემის წელი: 2017
ყდა: რბილი
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 200-400

ხელმისაწვდომი: არ არის

Qty
ყვავილები ელჯერნონისთვის – დენიელ კიზი
ეს არის საოცრად სულისშემძვრელი, უკეთილესი, ძალიან ემოციური წიგნი ჩარლის გორდონის შესახებ. დენიელ კიზის ლეგენდადქცეული ნაწარმოები, რომელიც აშშ-ს სკოლის სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. წიგნი წარმოადგენს მენტალური დარღვევის მქონე ჩარლი გორდონის დღიურს . ჩარლის ოცნებაა, კარგად კითხვა შეეძლოს და ის ამას ახერხებს კიდეც, უდიდესი ძალისხმევის ფასად.დღიურს კი იმიტომ აწარმოებს, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობს – სულ მალე ჩარლის თავის ტვინის ოპერაციას გაუკეთებენ, რის შემდეგაც მისი IQ მკვეთრად აღმატებული ხდება ჩვულებრივი ადამიანის აიქიუზე. ჩარლი გენიოსი ხდება, თუმცა, ვერ გაურკვევია, რომელ მდგომარეობაში უფრო ბედნიერად გრძნობდა თავს.კაცი მაღალ კოშკში – ფილიპ დიკი
ფილიპ კ. დიკის ანტიუტოპიური რომანი ყველასთვის ცნობილი ისტორიული მონაკვეთის ალტერნატიული გააზრებაა – რა მოხდებოდა, მეორე მსოფლიო ომი ნაცისტების გამარჯვებით რომ დასრულებულიყო? როგორი იქნებოდა მსოფლიო?დიკის რომანში სწორედ მეორე მსოფლიო ომისშემდგომი პერიოდია აღწერილი, ოღონდ, გამარჯვებულები ნაცისტები არიან. სულ სხვანაირია აშშ, სხვანაირია გერმანია და იაპონია. მსოფლიო ნელ-ნელა კარგავს უნიკალურ კულტურებს, წარსულს და მომავალსაც. და ამ დომხალსა და ქაოსში გამოჩნდება წიგნი, რომლის მწერალიც მაღალ კოშკშია გამოკეტილი; წიგნი, რომელიც უცნაურ გავლენას ახდენს ადამიანებზე, რადგან ამ წიგნში აღწერილი ისტორია – იმ რეალობის ალტერნატიული ისტორია, რატომღაც ძალიან ჰგავს სიმართლეს.ჯეი აშერი – 13 მიზეზი
ჯეი აშერის “13 მიზეზი” სულისშემძვრელი წიგნია, რომელიც თამამად საუბრობს ისეთ ტაბუდადებულ თემაზე, როგორიც მოზარდებში გახშირებული თვითმკვლელობა და სკოლაში ბულინგია. თინეიჯერი ჰანა დასაძინებელი აბების დიდ დოზას მიირებს, თუმცა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის აუდიოკასეტებზე ჩაწერს სუიციდის 13 მიზეზს, და თავის ტრაგიკულ გადაწყვეტილებაში საკუთარ თანატოლებს, თანაკლასელებს ადანაშაულებს. გოგონას პირით მოყოლილი შემაძრწუნებელი განცდების პარალელურად ნათლად ვხედავთ, რომ მოზარდთათვის სწორი გზის ჩვენებაში უმნიშვნელოვანესი როლი მასწავლებლებსა და მშობლებსაც აკისრიათ და სწორედ მათი გულგრილობა და პრობლემის იგნორირება ხდება ხოლმე ძალიან ხშირად ფატალური შედეგის მიზეზიტანმოხატული კაცი – რეი ბრედბერი

„ტანმოხატული კაცი“ რეი ბრედბერის გამორჩეული მოთხრობების კრებულია. აქ ყველა მოთხრობა დამოუკიდებელი ნაწარმოებია, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ – ყოველი მათგანი ერთი უცნაური კაცის ტანზე ჯადოსნური ტატუების სახით, მომავლის წინასწარმეტყველებადაა დახატული.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა