უმანკოების მუზეუმი

19.90

გამომცემლობა: დიოგენე
ავტორი: ფამუქი ორჰან
გვერდები: 712
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2011
თარგმანი: ეკატერინე ახვლედიანი
ფორმატი: 13.5×19.5
ISBN: 9789941113888
ხელმისაწვდომი: არის
Qty

“უმანკოების მუზეუმის”  წერისას ფამუქი რეალურ მუზეუმსაც ქმნიდა – ადგილს, სადაც რომანში აღწერილ სიყვარულის ისტორიასა და, ზოგადად, ეპოქასთან დაკავშირებულ ნივთებს გამოფენდა. მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა წიგნში აღწერილ სტამბოლის ერთ-ერთ უბან ჩუქურჯუმაში.
“უმანკოების მუზეუმი” – ფამუქის მერვე რომანი – 2008 წელს გამოვიდა. 30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია ძირითადად 1970-80-იან წლებში ვითარდება. როგორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი მთავარი გმირი სტამბოლია – ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა უბადრუკი უბნებით.
ორჰან ფამუქი პირველი თურქი რომანისტია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა. მწერალი 1952 წელს დაიბადა სტამბოლში. “რობერტ კოლეჯის”  დამთავრების შემდეგ არქიტექტურას სწავლობდა, თუმცა საბოლოოდ სწავლას თავი ანება და გადაწყვიტა, მწერალი გამხდარიყო.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა