shop_product_image_218291
22829741_827731190740857_5502674492717538822_o
shop_product_image_207295
 
 

უკვდავი ბიბლიოთეკა

60.60

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
გამოცემის წელი: 2017
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 200-450

ხელმისაწვდომი: არ არის

Qty

მხევლის წიგნი – მარგარეტ ეტვუდი
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებათ, გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან… სამყარო, სადაც ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ, ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება. სწორედ ასეთი შემზარავია სამყარო ქალებისთვის, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“. „მხევლის წიგნი“ – წინასწარმეტყველებაა, მომავალი, რომელიც შესაძლოა დადგეს, თუ რელიგიურ ფანატიზმს თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ხოლო რელიგიას – საშიშ იარაღად აქცევენ, იარაღად, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებზეა დამიზნებული. მაგრამ, ამის გარდა, წიგნი კიდევ ერთ თავზარდამცემ სიმართლეს გვიმხელს: თუ დიდხანს დავხუჭავთ თვალს ძალადობაზე, თუ ჩავთვლით, რომ ახალ ამბებში მოსმენილი და ნანახი ყოველი შემთხვევა ჩვენ არ გვეხება, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გავიღვიძებთ სამყაროში, რომელიც ძალიან არ მოგვეწონება, მაგრამ უკვე აღარავინ იქნება დარჩენილი, ვისაც ჩვენი მოწონება-არმოწონება ააღელვებს.

ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ – რომენ გარი
რომენ გარი (1914-1980) ცნობილი ფრანგი მწერალია, რომელსაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია. წიგნში შესულია მისი თექვსმეტი მოთხრობა. ერთი მხრივ, ამ მოთხრობებს არაფერი აერთიანებს, დამოუკიდებელი ამბებია − ზოგი სევდიანია, ზოგი სასაცილო, ზოგიც მისტიკური. როგორც ავტორი აღნიშნავს, წერდა იმიტომ, რომ ამბის მოყოლით მოგვრილი სიამოვნება განეცადა. თუმცა, მოგვიანებით, როცა კრებული გადაიკითხა, შეამჩნია, რომ ყველა მოთხრობაში ძირითადად ერთი საერთო პრობლემაა წამოჭრილი, მაგრამ გადმოცემულია სხვადასხვა ხერხითა და ამბით.

იესო – ძე კაცისა – ჯიბრან ხალილ ჯიბრანი 

საერთაშორისო ბესტსელერი. ლიბანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ქრისტიანი არაბი ავტორის რომანი. ეს არის ჯიბრანის ფანტაზიით ”აღდგენილი” იმ სამოცდაჩვიდმეტი ადამიანის მონათხრობი, რომელიც სიცოცხლეში იცნობდა იესოს.

პედრო პარამო – ხუან რულფო
ხუან რულფო ლათინოამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. “პედრო პარამო” მწერლის ერთადერთი რომანია, რომელიც მრავალფეროვნების გამო არაერთგვაროვნად აღიქვეს კრიტიკოსებმა. წიგნის სოციოლოგიური, სიმბოლისტური თუ პოლიტიკური ანალიზის მიუხედავად, ვერც ერთმა მკვლევარმა ბოლომდე ვერ ახსნა “პედრო პარამო”. ეს არის ფანტასტიკური ტექსტი, რომლის ფინალის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია.

ხუან რულფომ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ლათინური ამერიკის ლიტერატურის მიმართულებები მე-20 საუკუნეში. დაწერა მხოლოდ ერთი რომანი – ,,პედრო პარამო” და მოთხრობების ერთი კრებული. ცხოვრების ბოლო წლები გაატარა მთებში და ამბობდნენ, რომ ახალ რომანს წერდა, თუმცა აღარაფერი დაუწერია. უდიდესი გავლენა აქვს მოხდენილი მარკესზე და მის ,,მარტოობის ას წელზე”. მარკესმა მასზე თქვა, მე რომ დამეწერა ისეთი რომანი, როგორიც ..პედრო პარამოა”, მეც მეტს აღარაფერს დავწერდიო. ეს უკანასკნელი”პედრო პარამოს” ესპანურ ენაზე დაწერილ წიგნებს შორის ყველაზე საუცხოო რომანად მიიჩნევდა.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა