shop_product_image_205504
shop_product_image_184061
pirsingi
shop_product_image_161588
 
 

უახლესი ბესტსელერები

65.60

კატეგორია: უცხოური ლიტერატურა
გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2016
ხელმისაწვდომი: არის
ფორმატი: 13.1×19.6
გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
ფასი: 65.60

 

Qty

ბრიჯიტ ჯონსის დღიური

ბრიჯიტი ჭირვეულია, ბრიჯიტი მოუწესრიგებელია, ბრიჯიტი დაბნეული, გმუდმებით უკმაყოფილოა და დაუსრულებლად წუწუნებს, არ მოსწონს თავისი სამსახური, თანამშრომლები, მეზობლები, მშობლების მეგობრები და მშობლებიც კი. მაგრამ მას, როგორც ყველა სხვას სამი სანუკვარი სიტყვის გაგონება სურს, სანაცვლლდ კი გამოდმებით სულ სხვა სამი სიტყვა ესმის: “ისევ მარტო ხარ?”; “ასე ნუ იქცევი”; “ცოლად სხვა მომყავს” და ასე დაუსრულებლად…

 

ავტორი: ფილდინგი ელენ
გვერდები: 288
ფორმატი: 14X21
აისბიენი/აიდი: 9789941467158

 

პატარა საყვარელი მატყუარები #1

პენსილვანიის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქში მდიდარი და ლამაზი მერვეკლასელი, ელისონი გაუჩინარდება. უბედური შემთხვევა მისი ოთხი მეგობრის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის – ისინი ერთმანეთს შორდებიან და იმედი აქვთ, ასე სამუდამოდ გაწყვეტენ კავშირს საზარელ წარსულთან. სამი წლის შემდეგ გოგონების ცხოვრებაში იდუმალი A ჩნდება, რომელიც ელისონის სახელით ემუქრება ყოფილ მეგობრებს. შეძლებენ სპენსერი, ემილი, არია და ჰანა ინკოგნიტო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებას,როცა თითოეულს საკუთარი საიდუმლოს გამჟღავნების ეშინია?

 

ავტორი: შეპარდი სარა
გვერდები: 241
გარეკანი: რბილი
თარგმანი: ლიზა ფირცხალავა
ფორმატი: 14.5X22
აისბიენი/აიდი: 9789941467110

 

 

უნაკლო – პატარა საყვარელი მატყუარები #2

დილორენტისების ყოფილ ეზოში ელისონის გვამის აღმოჩენის შემდეგ როუსვიდში მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება. გოგონები მეგობრობის აღდგენას ცდილობენ, მაგრამ ერთმანეთს ბოლომდე ვერ ენდობიან. A სულ უფრო ბოროტ ხრიკებს უწყობს მეგობრებს. ყველა საფრთხეშია, მტერი კი ისევ არ ჩანს. ვინ არის A? რა საიდუმლოს მალავს სპენსერ ჰეისტინგზი? ვის აქვს ლოგიკური მიზეზი, რომ ელისონის საუკეთესო მეგობრები სძულდეს? დამნაშავეა თუ არა ქალაქის “შავი კატა” – ტობი ქავანა?

 

ავტორი: შეპარდი სარა
გვერდები: 278
გარეკანი: რბილი
ფორმატი: 14.5X22
აისბიენი/აიდი: 9789941467509

პირსინგი

უზარმაზარ მეგაპოლისში ერთამნეთს ორი ეთნაირი ადამიანი შეხვდება. ორივეს საკუთარი ისტორია აქვს, ორივეს საკუთარი ხმები ჩაესმის და ორივე ამ მეგაპოლისის ვიწრო ჩიხებსა და ბინძურ შენობებშია ჩაკარგული. უზარმაზარი ქალაქი ნელ-ნელა პატარავდება. საბოლოოდ, კი ერთი სასტუმროს ნორმის ზომამდე მცირდება. მთავარი დრამა სწორედ აქ ვითარდება, კავაშიმასა და ჩიაკის ყველაზე დაფარული სურვილები სწორედ აქ ამოიფრქვევა,მათ გარემოში იდეალური წესრიგი, სისუფთავე კი მოულოდნელად ერთის დაკარგული და მეორეს უმართავი ვნების მოწმე ხდება

 

ავტორი: მურაკამი რიუ
გვერდები: 163
გარეკანი: რბილი
ფორმატი: 13.1×19.6
აისბიენი/აიდი: 9789941467134
მთარგმნელი: ირინა აბულაშვილი
ყდა: ნატალია ავალიანი

ჯერ კიდევ ელისი

“ჯერ კიდევ ელისი” ლიზა ჯენოვას ძალიან ემოციური და რეალისტური წიგნი მოგვითხრობს წარმატებულ ქალზე, ელის ჰოულენდზე, რომლის ცხოვრებასაც მოულოდნელი და თავზარდამცემი დიაგნოზი მთლიანად შეცვლის. ელისს ბედნიერი და შესანიშნავი ოჯახი ჰყავს, აქვს თავბრუდამხვებბი კარიერა, ასწავლის ჰარვარდში, ბევრს მოგზაურობს და ბედნიერია, მაგრამ მოულოდნელად აღმოცენებული ალცჰაიმერი ყველაფერს ცვლის. წიგნში დიდი ისტატობითაა გადმოცემული დაავადებული ადამიანის გრძნობები, ოჯახის წევრების დამოკიდებულება, ცვლილებები… ამავე სახელწოდების ფილმმა დიდ წარმატებას მიაღწია, ხოლო ელისის როლის შემსრულებელმა, ჯულიანა მურმა, ოსკარი მიიღო
ავტორი : ჯენოვა ლიზა
ISBN : 9789941467585
გვერდების რაოდენობა : 324
ფორმატი : 13X19.5

 

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “უახლესი ბესტსელერები”