ტფილისი – ფოტოამბავი

130.00

გამომცემლობა: პალიტრა L
ავტორი: ორლეინ ვილეტი
გამოცემის წელი: 2019
სარედაქციო ჯგუფი: მთ.რედაქტორი -მაია ალუდაური

ტექსტის ავტორი: თამარ შაიშმელაშვილი
მთარგმნელი : ია ბახტაძე
გვერდები: 240
ენა: ქართული-ინგლისური
ფორმატი: 28/34 
ხელმისაწდომი: არის

Qty

ტფილისი-თბილისი

გასული საუკუნეებისა და თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშების ჰარმონიული შერწყმა.
წიგნი განხილულია როგორც ტფილისიდან თბილისი ანუ ადგილი სადაც ერთდროულად დაცლილიცაა და სავსეც, ისტორიით, მნიშვნელობით , სილამაზით და წარსულის აჩრდილით.
წიგნში თავმოყრილია ქალაქის მრავალი წახნაგი , გაერთიანებულია ძველი , ნაწილობრივ დანგრეული და გაცოცხლებული ასპექტები, ისტორიისა და სხვა გავლენებით აღნიშნული.
წიგნში შესულია ნეომავრიტანული სტილის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, ბაროკოს სტილის რუსთაველის თეატრი , ნეოკლასიციზმით აგებული ოფიცერთა სასახლე, ორიენტალისტური არქიტექტურის ელემენტებით  გაფორმებული თბილისის სამხატვრო აკადემია, პოსტმოდერნისტული თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა  და ასევე ქართული საეკლესიო ხურორთმოძღვრების ძეგლები და არა მხოლოდ , ამ ფოტოალბომში მოცემულია ის ადგილები სადაც საქართველოს მომავალი იზრდება.
ავტორთა შესახებ
ფოტოგრაფი: ორელიენ ვილეტი ფრანგი ფოტოხელოვანი, რომლიც 5 წელი მოგზაურობდა საქართველოში ფოტოების გადასაღებად.

არტ-პროდიუსერი : დალი უბილავა დე გრაფი, აფხაზეთიდან დევნილი ქართველი რომელიც ამჟამად ცხოვრობს ნიდერლანდების სამეფოში და ხელმძღვაენლობს ფონდ არტექოს, რომლის მთავარი საქმიანობა ხელოვნების პროექტების ორგანიზებაა.
წიგნის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ქალაქ თბილისი მერიამ.

შესულია: თბილისური ეზოები და სადარბაზოები, სიონის ღთისმშობლის ტაძარი, სამების საკათედრო ტაძარი, შამქორელთა ღვთისმშობლის ეკლესია, დიდი სინაგოგა, ჯუმა მეჩეთი, საკრებულოს შენობა, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, უზენაესი სასამართლო, თბილისის N1 ღვინის ქარხანა, რუსთაველის თეატრი, საქართველოს მწერალთა სახლი, მარჯანიშვილის თეატრი, თბილისის მეექვსე საავტორო სკოლა, თიბისი ბანკი, ოფიცერთა სახლი, საქართველოს პარლამეტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის კონერტვატორია, სამხატვრო აკადემია, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობა, მთაწმინდის საჰაერო-საბაგირო გზის ქვედა სადგური,  თბილისის საკონცერტო დარბაზი,  ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი, სკულპტურული კომპოზიცია “საქართველოს მატიანე” სადღესასწაულო რიტუალების სასახლე, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, თბილისის მშვიდობის ხიდი, რიყის პარკის მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრი, იუსტიციის სახლი, სასტუმრო ბილტმორ თბილისი.

დამატებითი ცნობები
ბაროკო
–   სტილი ჩაისახა დაახ. 1600 წლისთვის რომში, იტალიაში, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო. გამოიყენება დეტალების, გრანდიოზულობის  აღქმის გასაძლიერებლად. არისტოკრატია ბაროკოს არქიტექტურისა და ხელოვნების დრამატულ სტილში სტუმართა და სხვა დიდგვაროვანთა მოხიბვლის საშუალებად ხედავდა.

ნეოკლასიციზმი– ხელოვნების მიმდინარეობა,რომელიცგანვითარდა XVIII-XIX საუკუნეების მხატვრობაში, არქიტექტურასა და ლიტერატურაში.
იგი ქადაგებს ანტიკური ხანის ღირებულებებისადმი დაბრუნებას. ძველის სტილის ამ ახალ გამოვლინებას სურდა ყველაფერი „მაღალ გემოვნებაში“ მოექცია და შეფასების კრიტერიუმად მხოლოდ ანტიკურობა აეღო.
ნეომავრიტანული სტილი — XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში ევროპასა და ამერაში ჩამოყალიბდა. სტილის პოპულარობა განპირობებული იყო აღმოსავლური საგნების მიმართ ზოგადი ინტერესის გაცხოველებით, ასევე არქიტექტორების სურვილით ესესხებინათ დეკორატიული ორნამენტების მოტივები ისტორიული წყაროებიდან, რომლებიც სცილდებოდა კარგად ნაცნობ კლასიკურ ფორმებს. (აფრიკული, არაბული, ეგვიპტური და ა.შ)
ორიენტალიზმი– ორიენტალიზმი ხელოვნებაში თითქმის მთლიანად აღმოსავლურ კულტურას და მის სტერეოტიპულ გამოვლინებებს აღნიშნავს. მიმართულება საინტერესოა მათთვის ვისთვისაც საინტერესოა შუა აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნების კულტურა
პოსტმოდერნიზმი  — XX საუკუნის ბოლოს ფილოსოფიასა და კულტურაშიაღმოცენებული მიმდინარეობა  იგი ხასიათდება დეკორაციების, წარსულის მოტივების, ეკლექტიზმისადმი მიბრუნებით

 

კატეგორიები: ,