pat-topo-dabanaze-uars-ambobs_0
pat-topo-shishs-amarcxebs
23_TMtgWug-crop-c0-5__0-5-304x405-100
15_CKITHXm-crop-c0-5__0-5-304x405-100
 
 

ტოპო-ტიპი

51.60

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2015
ყდა: მაგარი, ბალიშა
გვერდების რაოდენობა: 24
ფორმატი: 9789941234613
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ტოპო-ტიპი მეგობარს ეხუტება
ტოპო-ტიპს ძალიან უყვარს მეგობრებთან თამაში, თუმცა თამაში ხომ ისეთი რამეა, რაშიც შეიძლება ხანდახან დამარცხდეს – ეს კი თაგუნას სულაც არ მოსწონს. წაგების გამო შეუძლია მეგობრებსაც კი გაებუტოს. მაგრამ ბუტიაობას კარგი არაფერი მოჰყვება – მეგობრები ცალკე თამაშობენ, ბუზღუნა ტოპო-ტიპი კი მარტოა და მოწყენილი. ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, თამაშში წაგებას ვერ იტანს, თუმცა ბოლოს მაინც ხვდება, რომ წაგების გამო ­მეგობრებთან ჩხუბი არ ღირს.

ტოპო-ტიპი დაბანაზე უარს ამბობს
ტოპო-ტიპი უკვე ისე გაიზარდა, რომ თავის პატარა აბაზანაში ვეღარ ეტევა. ამიტომ დიდ, საერთო აბაზანაში მოუწევს დაბანა, ეს კი თაგუნას სულაც არ უნდა – ბანაობა ისედაც არ უყვარდა და დიდ აბაზანაში – მით უმეტეს.
ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ჯიუტობს და დაბანაზე უარს აცხადებს, მაგრამ ბოლოს მაინც უჯერებს დედიკოს. როგორ ახერხებს დედა ამას?

ტოპო-ტიპი შიშს ამარცხებს
ტოპო-ტიპი გულადი თაგუნაა, მაგრამ მაინც ეშინია ბნელ ოთახში ძილის, ონავარი ბიჭებისა ბაღში, ცურვისა თუ ჭექა-ქუხილის… თუმცა მალე ხვდება, რომ სინამდვილეში მათგან არც ერთი არ არის საშიში და პატარა დაიკოსაც უნდა ასწავლოს სიმამაცე.
ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელსაც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ეშინია რაღაცეების, მაგრამ დედის დახმარებით მალე სწავლობს, რომ საშიში არაფერია. როგორ ახერხებს დედა ამას?

ტოპო-ტიპი ექიმთნ არ მიდის
ცელქი ტოპო-ტიპი სასრიალოს მაღალი კედლიდან ჩამოვარდა და თათი იღრძო. ნატკენ თათს აუცილებლად სჭირდება შეხვევა, მაგრამ ტოპო-ტიპი ჯიუტობს – მას უცხო ექიმთან წასვლა არ სურს.
ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელსაც, ჩვენი შვილების მსგავსად, ექიმთან ვიზიტები დიდად არ ხიბლავს, მაგრამ ბოლოს მაინც უჯერებს დედიკოს ­და საავადმყოფოში მიჰყვება. როგორ ახერხებს დედა ამას?

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა