1970061827
fotoemoc-4
fotoemoc-5
fotoemoc-10
fotoemoc-11
mini_magick20180818-4875-1wui1m5
2-907ba27322
3-b5ecac4a4c
fotoemoc-5
IMG_1008
IMG_1010
 
 

ტაო-კლარჯეთი (ფოტოემოციები)

30.00

გამომცემლობა: არტანუჯი
გამოცემის წელი: 2019
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა:  144
ფორმატი: A4
ISBN: 978-9941-478-90-1
ხელმისაწვდომი: არის

Qty

„ამ წიგნის ნაწილები, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პატარ-პატარა ამბები, 10 წლის განმავლობაში ცალ-ცალკე იწერებოდა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სტილით, სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა მუზით, სხვადასხვა დარდით…
ჟანრს არც კი ვიცი რა ვუწოდო. თავდაპირველად „ფოტოისტორიები“ მინდოდა: ერთი ძეგლი, ერთი ფოტო და ერთი კონკრეტული ისტორია.
შევყევი წერას და ცოტა ხანში მივხვდი, რომ „ფოტოემოციები“ გამომდიოდა – იმ ფოტოების, ემოციების, მოგონებების, ფიქრების, აზრების, პასუხებისა და კითხვების ფერად-ფერადი მოზაიკა, რომელიც ტაო-კლარჯეთიდან ყოველ ჯერზე მომაქვს.
ვეცადე თხრობა უფრო ნაკლებად ცნობილ ფოტორაკურსებზე ამეგო – იმის დასტურად, რომ ტაო-კლარჯეთი ერთი ამოუწურავი სამყაროა, ვერასდროს რომ ვერ მოივლი, ერთი უზარმაზარი წიგნია, კითხვას თუ შეჰყევი, ვერასოდეს რომ ვერ დაასრულებ, ერთი უშველებელი ამბავია, მოყოლა თუ დაიწყე, რომ ვერ დაამთავრებ…
აღარ მახსოვს, როდის და რითი დავიწყე თხრობა და აგე, ისევ ვაგრძელებ და ვაგრძელებ…“
ბუბა კუდავას ბოლოსიტყვაობიდან

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: ,