ტაო-ყდა-791x1024
tao qart-5
tao qart-6
tao qart-7
tao qart-8
tao qart-9
tao qart-12
tao qart-13
1
2
3
4
 
 

ტაო-კლარჯეთი: ისტორიულ-კულტურული ნარკვევი

66.00

გამომცემლობა: არტანუჯი
ავტორთა ჯგუფი: ნანა ბურჭულაძე, გიორგი გაგოშიძე, როზეტა გუჯეჯიანი, ბუბა კუდავა, ნიკოლოზ ჟღენტი, გოჩა საითიძე, ნათია ფონიავა, ნესტან ჩხიკვაძე, გიორგი ჭეიშვილი, ნათია ხიზანიშვილი 
გამოცემის წელი: 2018
ენა: ქართული
ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 598
ISBN: 978-9941-9636-0-5
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ტაო-კლარჯეთი თანამედროვე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, მრავალმხრივ საინტერესო ისტორიული მხარეა. ის წარსულში უფრო დიდ რეგიონის-ზემო ქართლის ნაწილი იყო. „ზემო“ იმიტომ, რომ  ამიერკავკასიის მთავარი არტერიის- მდ.მტკვრის ზემო წელსა და მის მიმდგომ მხარეებს მოიცავდა. სხვა მხრივ ის არა „ზემო“, ჩრდილოეთში, არამედ საქართველოს ცენტრალური პროვინციის- შიდა ქართლის „ქვემოთ“ სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა.ზემო ქართლი (მესხეთი) დიდ ტერიტორიას აერთიანებდა. მასში შედიოდა არაერთი ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია: სამცხე, ტაო, კლარჯეთი, ჯავახეთი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, სპერი, შავშეთი, აჭარა, ჩრდილი, ბასიანი. საუკუნეთა განმავლობაში, პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ, იცვლებოდა სახელმწიფო საზღვრები, რეგიონის ადმინისტრაციული დანაწილება, ინაცვლებდა პროვინციათა შიდა საზღვრები, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრები…

დღეს მესხეთის ერთი ნაწილი საქართველოს შემადგენლობაშია, დანარჩენი, უმეტესი ნაწილი კი თურქეთში.

ეს წიგნი პირველი შემთხვევაა ტაო-კლარჯეთის შესახებ ამ მოცულობის განზოგადებული, სამეცნიერო-პოპულარული, კოლექტიური ნაშრომის გამოცემისა, რომელშიც მოცემულია რეგიონის გაბმული ისტორია უძველესი დროიდან დღემდე და პარალელურად, კომპაქტური სახით წარმოჩენილია მხარის კულტურისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ასპექტი. ძალზე პრაქტიკულია, რომ გამოცემა სამენოვანია.  ნაშრომი ხელს უწყობს ტაო-კლარჯეთის პოპულარიზაციასა და მის შემდგომ კვლევას.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: ,